|
2017-12-06 12:16:41, 1569 ნახვა
კომენტარი
მერიამ ბოლო ხუთ დღეში 100-ზე მეტი მშენებარე ობიექტი გააფრთხილა, 50 კი, დააჯარიმა
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელს, გიორგი ბაგრატიონს მიმართა, რომ ქალაქში მიმდინარე მშენებლობებზე სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების დაცვა მკაცრად გააკონტროლოს. როგორც კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ის სტატისტიკა საგანგაშოა, რაც მშენებლობებზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევების შედეგად დამდგარ ფატალურ შემთხვევებს უკავშირდება. მისივე თქმით, ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანები მშენებარე ობიექტებზე ყოველგვარი დაზღვევისა და დაცვის გარეშე მუშაობენ, რაც კატეგორიულად მიუღებელია. „სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ვაწყდებით მშენებლობების მიმდინარეობისას დარღვევებს. ბოლო ხუთი დღის განმავლობაში, ზედამხედველობის სამსახურმა დაახლოებით, 100-ზე მეტ მშენებარე ობიექტს მისცა სიტყვიერი გაფრთხილება და 50 მშენებარე ობიექტზე საქმის წარმოება და ჯარიმების გამოწერა უკვე დაიწყო. ძალიან სამწუხაროა ის, რაც მშენებლობებზე ხდება. შესაბამისად, მინდა დავავალო ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელს, პირად კონტროლზე აიყვანოს და უმკაცრესად გააკონტროლოს დედაქალაქში არსებულ ყველა მშენებარე ობიექტზე სამშენებლო უსაფრთხოების ნორმები“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. მისივე თქმით, აუცილებლად უნდა იყოს დაცული საქართველოს მთავრობის N361-ე და N477-ე დადგენილებები. შესაბამისად, ყველა ის დეველოპერი, რომელიც დადგენილი წესების დაცვას არ უზრუნველყოფს, კანონის წინაშე სათანადოდ და სამართლიანად აგებს პასუხს. „თუ ზედამხედველობის სამსახურის მითითებები არ იქნება გათვალისწინებული, თქვენ გაქვთ იმის შესაძლებლობა, რომ მშენებლობები გააჩეროთ. ამიტომ, ძალიან მკაცრები უნდა ვიყოთ ამ მიმართულებით, როდესაც საქმე ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლეს ეხება. ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება ის საკითხია, რაზეც თბილისის მერია ძალიან პრინციპული, მკაცრი და ამასთანავე, ძალიან მომთხოვნიც იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)