08:52 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-06 11:56:11, 1556 ნახვა

საზოგადოება
მომავალი წლის ბიუჯეტიდან 14 მილიონი ლარი მეტროს ვაგონების მოდერნიზება-რეკონსტრუქციას მოხმარდება

ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოყოფილი 14 მლნ ლარი, სამუშაოების დაუყოვნებლივ დაწყების მიზნით, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ საწესდებო კაპიტალში აისახება და ვაგონების მოდერნიზება-რეკონსტრუქციას მოხმარდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე ყურადღება დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტზე გაამახვილა, რომლის პროექტიც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკრებულოს მიმდინარე კვირის ბოლოს გადაეგზავნება.

2018 წლის განსახორციელებელი პროექტების ბიუჯეტი ჯამში, 60 მლნ ლარით გაიზარდა, რისთვისაც დედაქალაქის მერმა ცენტრალურ ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრსა და ფინანსთა სამინისტროს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

„აღნიშნული 60 მილიონიდან ფინანსთა სამინისტროს ტრანსფერი - 14 მლნ ლარი, სამუშაოების დაუყოვნებლივ დაწყების მიზნით, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ საწესდებო კაპიტალში წელსვე აისახება და ვაგონების მოდერნიზება-რეკონსტრუქციას მოხმარდება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვაგონების მოდერნიზაციის პროექტი განვახორციელოთ. ამით ხელს შევუწყობთ მოქალაქეების კომფორტულად მგზავრობას და შესაბამისად, მოცდის ინტერვალების შემცირებას, რაც დღეს მგზავრებისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დარჩენილი 46 მლნ ლარი 2018 წლის ბიუჯეტში პირდაპირი წესით აისახება, რომელიც ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნების რეაბილიტაციას მოხმარდება.

„2018 წლის ბიუჯეტში მნიშვნელოვნად არის შეცვლილი შიდა ხარჯები. კერძოდ, ინფრასტრუქტურული ხარჯები წარდგენილ ბიუჯეტთან შედარებით, რომელიც 282 მლნ ლარს შეადგენდა, 55 მლნ ლარით იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ 2018 წელს დედაქალაქში 55 მლნ ლარით მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება, ვიდრე ეს იყო დაგეგმილი. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ მნიშვნელოვნად იზრდება გამწვანების ღონისძიებებისკენ მიმართული თანხებიც. კერძოდ, მწვანე ინფრასტრუქტურაზე მიმართული თანხები, რომელიც 2017 წელს 2 900 000 ლარს შეადგენდა, 2018 წელს, იმ ბიუჯეტით, რომელსაც ჩვენ საკრებულოში წარვადგენთ, 9 მლნ ლარამდე გაიზრდება“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძის განცხადებით, 2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული კიდევ ერთი მთავარი პრიორიტეტი ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა იქნება.

კერძოდ, განხორციელდება ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის 32 პროგრამა, მათ შორის, ორი დამატებითი პროგრამა: ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სკრინინგი და ღვიძლის ტრანსპლანტაცია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics