|
2017-12-05 16:36:10, 1703 ნახვა
საზოგადოება
„მოყვარულთა თასი 2017-ის“ ფინალისტები ცნობილია
2-3 დეკემბერს, წყალტუბოს ცენტრალურ სტადიონსა და სტადიონ მცხეთა-პარკზე გაიმართა სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატის - „მოყვარულთა თასი 2017-ის“ ზონის (აღმოსავლეთი და დასავლეთი) ფინალური მატჩები. დასავლეთის ზონის ფინლური თამაში ფოთის „ჭაბონამასა“ და „წყალტუბოს“ შორის გაიმართა. მატჩის დასაწყისი ფოთელთა უპირატესობით წარიმართა და საკუთარი უპირატესობა ფოთელებმა გატანილ გოლშიც ასახეს. გაშვებული გოლის შემდგომ გააქტიურდა საკუთარ კედლებში მოთამაშე წყალტუბო, მათი უპირატესობა საგრძნობი გახდა პირველი ტაიმის მიწურულს, ფოთელი ფეხბურთელის - პერტენავას გაძევების შემდგომ. „წყალტუბოს“ აქტიურობამ საბოლოოდ შედეგი გამოიღო და თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს, თუმცა აღნიშნულმაც ვერ მოახერხა ფოთელი ფეხბურთელების გატეხვა და მატჩის მიწურულს გიორგი ფარღალავას შორეულმა გასროლამ ფოთის „ჭაბონამას“ სუპერფინალის საგზური მოუპოვა. საკმაოდ სანახაობრივი გამოდგა აღმოსავლეთ ზონის ფინალური მატჩი, თბილისის „ნახალოვკასა“ და „მეჯვრისხევს“ შორის. შეხვედრის პირველ ტაიმში „ნახალოვკამ“ სწრაფადვე მოახერხა ორ ბურთიანი უპირატესობის მოპოვება და შეხვედრაც მათი სცენარით მიმდინარეობდა, თუმცა ბოლომდე იბრძოდნენ „მეჯვრისხევის“ ფეხბურთელები და მატჩის მეორე ტაიმში ანგარიშის შემცირებაც მოახერხეს. გატანილი გოლის შემდგომ „მეჯვრისხევს“ კვლავ შეეძლო გოლის გატანა, თუმცა შეხვედრის მთავარმა არბიტრმა მალხაზ ბეუქლიშვილმა საკმაოდ საკამათო ეპიზოდში პენალი არ დანიშნა „ნახალოვკის“ კარში. აღნიშნული ეპიზოდის მიუხედავად „მეჯვრისხევის“ ფეხბურთელები ისევ განაგრძობდნენ იერიშებს შეხვედრის გადასარჩენად, მაგრამ გოლის გატანა ლუკა ხომასურიძის შესანიშნავი თამაშის შედეგად კვლავ „ნახალოვკამ“ მოახერხა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა 3-1 „ნახალოვკის“ სასარგებლოდ. „მოყვარულთა თასი 2017-ის“ ფინალში ერთმანეთს ფოთის „ჭაბონამა“ და თბილისის „ნახალოვკა“ დაუპირისპირდებიან! პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „აჭარა“, ტელეკომპანია „თრიალეთი“. ინტერნეტ პორტალები: “sportstar.ge”, „მსოფლიო სპორტი“, “1news.ge”, “epn.ge”, “ავტორადიო”, რადიო „ჯაკო“.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|








epn.ge (@expressnews.ge)