|
2017-12-05 16:38:19, 1374 ნახვა
საზოგადოება
იანვარ-ნოემბერში საქართველოდან 52 ქვეყანაში 70,2 მილიონი ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული
მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან მსოფლიოს 52 ქვეყანაში ექსპორტირებულია 70,2 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 54%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 154,8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 49%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. „მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში ღვინის ექსპორტის მოცულობამ 70 მლნ ბოთლს გადააჭარბა. წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი კიდევ გაიზრდება, რაც ნიშნავს, რომ 2017 წელს საქართველოდან ექსპორტირებული იქნება ბოლო თითქმის 30 წლის მანძილზე რეკორდული რაოდენობის ღვინო. ექსპორტის ზრდა აღსანიშნავია აშშ-ს, ევროკავშირის, აზიის და სხვა ბაზრების მიმართულებით, რაც ღვინის ეროვნული სააგენტოსა და მეღვინეობის დარგის შეთანხმებული საქმიანობის შედეგია“ - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა. უწყების ცნობით, ექსპორტის მატება აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: ჩინეთი - 38% (6 736 081 ბოთლი), რუსეთი - 76% (43 903 947), უკრაინა - 48%(7 660 334), პოლონეთი - 12% (2 388 352), ლატვია - 29% (1 467 464), ბელარუსი - 59% (1 682 008), აშშ - 51% (445 020), გერმანია - 49% (402 318), ისრაელი - 172% (204 074), მონღოლეთი - 82% (168 162), იაპონია - 8% (155 100), საფრანგეთი - 176% (99 112), აზერბაიჯანი 67% (111 522) და სხვა. ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი (43 903 947), უკრაინა (7 660 334), ჩინეთი (6 736 081), ყაზახეთი (3 096 879) და პოლონეთი (2 388 352). ამასთან, მსოფლიოს 25 ქვეყანაში ექსპორტირებულია 16 337 174 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 82%-ით აღემატება 2016 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 35,3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი - მატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 75%-ს აღწევს. საანგარიშო პერიოდში მსოფლიოს 22 ქვეყანაში ექსპორტირებულია 251 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 170% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავლები 767,7 ათას აშშ დოლარს შეადგენს, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 142%-ს მიაღწია. მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები საანგარიშო პერიოდში 257,7 მლნ აშშ დოლარს შეადგენს - ზრდამ 2016 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 47% შეადგინა. (NS)
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)