2017-12-05 16:11:17, 1829 ნახვა
საზოგადოება
ბოცვაძის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის სახურავი და მანსარდა იწვის
ბოცვაძის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია.საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სახურავს და მანსარდას გაუჩნდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს.
ადგილზე 40 მეხანძრე-მაშველი იმყოფება და ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ავტორი: ,