2017-12-05 16:03:10, 2135 ნახვა
მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილი და მისი მხარდამჭერები უკრაინის რადას შენობისკენ მიემართებიან
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი მხარდამჭერები ევროპის მოედნიდან უკრაინის რადას შენობისკენ მიემართებიან, - ამის შესახებ Strana იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ მომხრეებმა სააკაშვილი იმ მიკროავტობუსიდან გადმოიყვანეს, რომელშიც ის 4 საათის განმავლობაში სამართალდამცველებს ჰყავდათ დაკავებული.
ამასთან, გათავისუფლების შემდეგ სააკაშვილმა მხარდამჭერებს მიმართა და მოუწოდა, პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტი დღესვე დაიწყონ.
"მოვუწოდებ ყველა კიეველს - გამოვიდნენ გარეთ დღესვე და დავიწყოთ პოროშენკოსგან გათავისუფლების პროცესი", - მიმართა სააკაშვილმა.
პირდაპირი ეთერი
ავტორი: ,