2017-12-05 15:53:27, 2224 ნახვა
მსოფლიო
„პოროშენკოს იმპიჩმენტი დღესვე დავიწყოთ“ - სააკაშვილმა მხარდამჭერებს მაიდანზე გასვლისკენ მოუწოდა
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მხარდამჭერებს მიმართა და მაიდანზე გასვლისკენ მოუწოდა.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ქვეყნის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტი დღესვე უნდა დაიწყოს.
"ჩემს სიცოცხლეს დავდებ, ამ ბრძოლისთვის. მოვუწოდებ ყველა კიეველს - გამოვიდნენ გარეთ დღესვე და დავიწყოთ პოროშენკოსგან გათავისუფლების პროცესი. ბევრნი ვართ და მოვიგებთ. მოგიწოდებთ, ახლავე მაიდანზე გახვიდეთ და დავიწყოთ პოროშენკოს იმპიჩმენტი. ყველა მოქალაქე დღეს უმაღლეს რადასთან უნდა მივიდეს და უსამართლობას შეებრძოლოს", - განაცხადა სააკაშვილმა.
ავტორი: ,