08:51 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-05 14:53:30, 1797 ნახვა

საზოგადოება
ტუბერკულოზის ცენტრი ევროპული კვლევების კლასტერული ცენტრების რეესტრში გაწევრიანდა

ტუბერკულოზისა და ფილტვის დავადებათა ეროვნულ ცენტრს კლასტერული ანალიზისთვის ევროპული სამდივნოს (Euroepan Secretariat for Cluster Analysis - ESCA)სერტიფიკატი მიენიჭა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2014 წლის ნოემბერში  შეაფასა.

უწყების ცნობით, შეფასების ერთ-ერთ პრიორიტეტად განვითარებული ქვეყნების სამეცნიერო ცენტრებთან თანამშრომლობით ბიოსამედიცინო კვლევების მიმართულებით მუშაობა და შემდგომი განვითარება  განისაზღვრა.

მისიის რეკომენდაციებზე დაყრდნობით, ქვეყნის მიერ აღებული ვალდებულებების ფარგლებში, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრმა  სამეცნიერო-კვლევითი დეპარტამენტი დააარსა.

თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა წამყვან  ევროპულ და ამერიკულ  ინსტიტუტებთან და ფონდებთან.

უცხოელ პარტიორებთან თანამშრომლობით განხორციელდა და მიმდინარეობს 42 სამეცნიერო კვლევითი პროექტი, მათ შორის ხუთი საერთაშორისო მულტიცენტრული კლინიკური კვლევა.

ბოლო სამი წლის განმავლობაში ტუბერკულოზის ცენტრის თანამშრომელთა ავტორობით ავტორიტეტულ სამეცნიერო ჟურნალებში 47 ნაშრომი დაიბეჭდა. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელშეწყობით, დაიგეგმა და მომზადდა ტუბერკულოზის ცენტრის განაცხადი Euroepan Secretariat for Cluster Analysis (ESCA)-ისთვის ევროპული კლასტერული ორგანიზაციების წევრობაზე.

2017 წლისათვის  მსოფლიოში ჯანდაცვისა და ბიოსამედიცინო მეცნიერებების კუთხით „კლასტერული ორგანიზაციების პლატფორმაზე“ წარმატებით დარეგისტრირდა 72 ორგანიზაცია, მათ შორის 13 გერმანიაში, 8 დანიაში და სხვა ევროპულ ქვეყნებში.

აღსანიშნავია, რომ ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი ევროკავშირის წევრი ქვეყნების გარდა ამ დრომდე ერთადერთი სამედიცინო სამეცნიერო-კვლევითი კლასტერია, რომელმაც ESCA აღიარება მოიპოვა. 

სერტიფიკატის მოპოვება ცენტრს იგივე სფეროში დარეგისტრირებულ ევროპულ კლასტერულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ერთობლივი პროგრამების, სამეცნიერო პროექტების შემუშავებისა და Horizon 2020-ის მხარდაჭერის შესაძლებლობას აძლევს.

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics