02:17 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-05 12:55:42, 1675 ნახვა

კომენტარი
ბასილაია სააკაშვილის დაკავებაზე: ეს არის უკრაინის ხელისუფლების ბანდიტური გადაწყვეტილება

„ეს არის  ბანდიტური, უკანონო გადაწყვეტილება უკრაინის ხელისუფლების მხრიდან“,-ასე გამოეხმაურა ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ექს გუბერნატრის მიხეილ სააკაშვილის დაკავებას  მისი უფლებადამცველი ბექა ბასილაია.

ბასილაიას თქმით, უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ დევნის დაწყების არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

„ჩვენთვის ამ ეტაპზე დაკავების საფუძველი უცნობია, შესაბამისად მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში მიმდინარე სისხლის სამართლის პროცედურებთან დაკავშირებით, კონკრეტული კომენტარის გაკეთება სამართლებრივ  ჭრილში გაგვიჭირდება, თუმცა იმის თქმა ცალსახად შეგვიძლია რომ ეს უკვე სამართლებრივი  პროცესებიდან გასულია და ეს არის ბანდიტური გადაწყვეტილება უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, რომელსაც წინ უსწრებდა საქართველოს მოქალაქეების უკანონო გამოძევება, მიხეილ სააკაშვილის დაცვის წევრებზეა საუბარი, მათი ცემა, წამება და ა.შ.“,-განუცხადა „რუსთავი 2“-ს ბასილაიამ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics