2017-12-05 09:09:35, 1873 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში სამშენებლო სამუშაოებზე მძიმე ტექნიკა ამობრუნდა და მამაკაცი მოიყოლა
ბათუმში, სამშენებლო სამუშაოებზე ინციდენტი მოხდა.
„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, მამაკაცი, რომელიც ტრაქტორს მართავდა მძიმე ტექნიკის ქვეშ მოჰყვა.
მათივე ინფორმაციით, დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა.
შემთხვევა იუსტიციის სახლის მიმდებარედ, კომპანია „ორბის“ მშენებარე ობიექტზე მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც შრომითი უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
ავტორი: ,