2017-12-04 20:27:34, 2473 ნახვა
საზოგადოება
51-ე საჯარო სკოლასთან მდუმარე აქცია „ნუ მომკლავ!“ მიმდინარეობს
თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან მდუმარე აქცია „ნუ მომკლავ!“ მიმდინარეობს. აქცია სოციალურ ქსელში დაანონსდა და მისი ორგანიზატორები ახალგაზრდები არიან, რომლებიც ძალადობას გმობენ.
შეგახსენებთ, პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე, სკოლის მოსწავლეებს შორის შელაპარაკების დროს ორი მოზარდი დაჭრეს, რომელთაგან ერთი იმავე დღეს, საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა, ხოლო მეორე 2 დეკემბერს რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაიღუპა.
ავტორი: ,