08:51 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-04 17:02:32, 2709 ნახვა

საზოგადოება
საყოველთაო Secret Santa 2018 დაიწყო!

საქართველოს ბანკისა და საქართველოს ფოსტის თანამშრომლობით, საყოველთაო Secret Santa 2018-ი დაიწყო.

ყველას, ვისაც აქვს სურვილი, გაახაროს მისთვის სრულიად უცნობი ადამიანი, შეუძლია  დარეგისტრირდეს ვებგვერდზე: www.secretsanta.ge და ჩაერთოს ჯადოსნურ Secret Santa-ში.

საყოველთაო Secret Santa-ს იდეა ეფუძნება საქართველოში უკვე კარგად ნაცნობ საახალწლო ტრადიციას, რომლის თანახმადაც პროექტში მონაწილეებმა მათთვის სრულიად უცნობ ადამიანებს საჩუქრები უნდა გაუგზავნონ და თავადაცდასაჩუქრდენ. აღსანიშნავია, რომ წელს სანტებს შესაძლებლობა ექნებათ რაც შეიძლება მეტი ქართული საჩუქარი აჩუქონ თავიანთ ადრესატებს და ამით  ხელი შეუწყონ ქართული წარმოების წინსვლასა და განვითარებას.

საყოველთაო Secret Santa, საქართველოს ბანკისა და საქართველოს ფოსტის თანამშრომლობით შარშან პირველად განხორციელდა და პროექტში მთელი საქართველოს მასშტაბით 60 ათასზე მეტი ადამიანი ჩაერთო, შარშანდელთან შედარებით წელს პროექტის ფარგლებში  3-ჯერ მეტი საჩუქარი გაიგზავნება.

საყოველთაო Secret Santa-სპროექტში ჩართული ადამიანები ახალ წელს კიდევ უფრო  ჯადოსნურს ხდიან, რადგან მთელი გულით გაცემულ პატარა საჩუქარს დიდი ძალა აქვს. ერთადმოვიყვანოთყველაზეთბილიახალიწელი!

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.secretsanta.ge

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics