20:11 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-04 15:30:23, 1923 ნახვა

ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს შეხვდა. 

მამუკა ბახტაძემ და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონმა მსოფლიო ბანკის საქართველოსთან თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
 
ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ  ხაზი გაუსვა იმ პარტნიორობის მნიშვნელობას, რომელსაც მსოფლიო ბანკი, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დონორი, უწევს ქვეყანას როგორც სახელმწიფო ისე კერძო სექტორის  დაფინანსების მიმართულებით და იმედი გამოთქვა, რომ მსოფლიო ბანკთან კვლავ გაგრძელდება წარმატებული თანამშრომლობა. მისი თქმით, განსაკუთრებით მნიშნელოვანია,
მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა საქართველოს მთავრობას რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმის განხორციელების პროცესში.
 
ბიუჯეტის მხარდამჭერი პროგრამები, მაღალი ხარისხის ჯანდაცვის მომსახურების უზრუნველყოფის ღონისძიებები, ბიზნეს გარემოს შემდგომი სრულყოფა, განათლების სფეროს მხარდაჭერა, კაპიტალის ბაზრის განვითარება, საპენსიო სისტემის შექმნა, ექსპორტის, ბიზნესის ხელშეწყობა ინოვაციების კუთხით, ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება - ესაა მიმართულებები, რომელსაც მსოფლიო ბანკი მხარს უჭერს საქართველოში.   
 
როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, საქართველო, ასევე, ახორციელებს ისეთ მნიშვნელოვან ინსტიტუციურ რეფორმებს  როგორიცაა: კაპიტალის ბაზრის რეფორმა,  დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შექმნა,  კერძო და საჯარო თანამშრომლობის სისტემის შექმნა, გამომდინარე აქედან, მნიშვნელოვანი იქნება მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის გაღრმავება ამ მიმართულებით.  
 
შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო შემდგომ წლებში განსახორციელებელი პროექტებისა და პროგრამების შეთანხმებას, რომელიც ასახული იქნება მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის სტრატეგიაში მომდევნო 4-წლიანი პერიოდისთვის.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებმა საქართველოს პროკურატურას მიმართეს
„თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
ფაშინიანი - დღის წესრიგშია საქართველოსთან დელიმიტაციის დასრულების საკითხიც
ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის გზას - ევროკავშირის წარმომადგენლობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics