08:51 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-04 14:56:46, 1784 ნახვა

საზოგადოება
ტექნიკურ უნივერსიტეტთან ქვეითთა უსაფრთხოებისთვის პარკირება ტროტუარისგან გაიმიჯნა

კოსტავას ქუჩაზე, ტექნიკური უნივერსიტეტის მეორე კორპუსისა და „მაკდონალდსის“ მიმდებარედ, ქვეითთა უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის ავტოპარკინგი ტროტუარისგან გაიმიჯნა. 

აღნიშნულ ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების ადგილები პირდაპირ ტროტუარზე მდებარეობდა, ტრანსპორტი საფეხმავლო ზონაში მოძრაობდა და ქვეითთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიდა.  

დაახლოებით, 150-მეტრიან მონაკვეთზე, ხეებს შორის არ არსებობდა გაზონი, სხვა სახის გამწვანება, ავტობუსების გაჩერება ან ქვეითთა გადასასვლელი. შესაბამისად, პარკირების ცივილურად და დადგენილი წესების დაცვით მოწყობა გადაწყდა. იგი, ერთი მხრივ, ქვეითთა უსაფრთხოებას უზრუნველყოფს და მეორე მხრივ, ავტომფლობელთა ინტერესებს იცავს, რომლებიც დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში ტრანსპორტისთვის მეტი გასაჩერებელი ადგილის გამოყოფას ითხოვენ.  

პეკინის ქუჩის N71-თან, დაახლოებით, 40 მანქანის საპარკინგე ადგილი განისაზღვრება. ტროტუარისა და პარკირების გამიჯვნის შემდეგ, ძირითად მონაკვეთზე ქვეითთათვის შვიდი მეტრის, ხოლო ტექნიკური ინივერსიტეტის შენობის გასწვრივ, სამი მეტრის სიგანის ტროტუარი შენარჩუნდა, სადაც ავტომანქანების დგომა და მოძრაობა აკრძალული იქნება. გარდა ამისა, პერიმეტრზე არსებული ხეები ბორდიურებით შემოისაზღვრა, რათა ისინი ავტომანქანებმა გაჩერებისას არ დააზიანონ. 

დღეს, შემსრულებელმა კომპანიამ პეკინის ქ. N71-თან ასფალტის საფარის ბოლო ფენა დააგო, რომელმაც მითითებულ ადგილზე სამუშაოების ნაწილი ხარვეზით შეასრულა, რაც მკაცრი მითითების შემდეგ, ოპერატიულად გასწორდა. პეკინის ქ. N71-თან პარკირების ადგილები უახლოეს ხანებში დაიხაზება, რის შემდეგაც, ექსპლუატაციაში შევა.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics