|
2017-12-04 13:20:40, 1791 ნახვა
კომენტარი
კრისტიან ვიგენინი: აზრთა ურთიერთგაცვლა გვეხმარება, მოვახდინოთ პრობლემების იდენტიფიცირება და მეტად დავეხმაროთ საქართველოს
საქართველოს პარლამენტი საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციას „ევროკავშირი და პარტნიორები - მრავალფეროვნება ძლიერი ერთობისთვის" მასპინძლობს. ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა და ევროპის სამეზობლო ფონდების ზედამხედველობის კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ნოემბერში ჩატარებული სამიტი იყო წარმატებული, სადაც საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების მხარდაჭერისა და დახმარების მზადყოფნა გამოითქვა. „ეს კონფერენცია იმართება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტიდან რამდენიმე დღის შემდეგ, რომელიც, ვფიქრობ, იყო წარმატებული. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების მხარდაჭერისა და დახმარების მზადყოფნა გამოითქვა. ასეთი აზრთა გაცვლა მნიშვნელოვანია, რადგან ეს ეხმარება, ერთი მხრივ, საქართველოს - დაინახოს ევროპული პარლამენტების მოწადინება და მეორე მხრივ, გვეხმარება ჩვენ - მოვახდინოთ პრობლემებისა და საკითხების იდენტიფიცირება რათა მეტად დავეხმაროთ საქართველოს", - განაცხადა კრისტიან ვიგენინმა. ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა და ევროპის სამეზობლო ფონდების ზედამხედველობის კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, ეს არის მაღალი დონის კონფერენცია და ის ფაქტი, რომ ქვეყნის ხელისუფლება მის გახსნას დაესწრო, ცხადყოფს რამდენად მნიშვნელოვანია ეს საქართველოსთვის. მისივე შეფასებით, ევროპული მხარის დასწრება არის საკმაოდ მაღალი დონის, რადგან კონფერენციაზე წარმოდგენილია როგორც ევროპულ საქმეთა კომიტეტი ასევე, სხვადასხვა ქვეყნების პარლამენტარები.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)