07:56 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-04 13:01:23, 1568 ნახვა

საზოგადოება
სამეცნიერო წრეებმა, ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიის პროექტზე იმსჯელეს

სახელმწიფო სტრუქტურების, საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო წრეების და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სამომავლო ტაქტიკისა და გასატარებელი ღონისძიებების საკითხები სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ“ გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნებოს სამინისტრო ავრცელებს. 

როგორც "ექსპრესნიუსს" უწყებიდან აცნობეს, აღინიშნა, რომ აზიური ფაროსანა არ მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს არაერთი ქვეყნის პრობლემაა და მნიშვნელოვანია გლობალურად იქნას აღქმული საკითხის მნიშვნელობა და შემუშავდეს ბრძოლის ეფექტიანი სტრატეგია. 

სამუშაო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მავნებელთან ბრძოლა შედეგიანი მხოლოდ სახელმწიფოს, მეცნიერების, ბიზნესსექტორისა და ფერმერების ერთობლივი ძალისხმევით იქნება შესაძლებელი.

მინისტრის განცხადებით, 2017 წლის გამოცდილების საფუძველზე, ქვეყანაში შემუშავდა ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგიის პროექტი, რომელიც დღეს გამართული სამუშაო შეხვედრის ფორმატში იქნება განხილული და შეჯერებული იმ გამოცდილებებთან, რომელიც სხვა ქვეყნებში არსებობს და რომლის შესახებაც მოწვეულ მეცნიერებთან ერთად იმსჯელებენ შეხვედრის მონაწილეები.

„საქართველოში მოწვეულია ყველა ის წამყვანი ენტომოლოგი და სპეციალისტი, ვისაც მნიშვნელოვანი გამოცდილება გააჩნია აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის კუთხით. ჩვენ გვექნება სხვადასხვა ტიპის პრეზენტაცია; გვექნება მსჯელობა, დისკუსია და საბოლოოდ შეჯერებული გეგმის პრეზენტაცია, რომლის შემდეგაც დავიწყებთ ღონისძიებების გატარებას. სოფლის მეურნეობის  სამინისტრო მუდმივად მუშაობს მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე, მათ შორის, ფიტოსანიტარიული სამსახურის პოტენციალის ზრდისა და ტექნიკური აღჭურვის კუთხით იმისათვის, რომ  მომავალ წლებში ჩვენ უფრო ეფექტიანად გავუმკლავდეთ გამოწვევას, რომელიც გამოწვევაა არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ არაერთი ქვეყნის სოფლის მეურნეობის დარგისთვის“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ“ გამართული შეხვედრა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით და აგრიჯორჯიასა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს თხილის სექტორის განვითრების პროექტის - USAID/GHIP  ორგანიზებითა გაიმართა.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics