2017-12-04 09:43:46, 1999 ნახვა
საზოგადოება
ნიკოლოზ ბარათაშვილის განახლებული მემორიალური სახლ-მუზეუმი დღეს საზეიმოდ გაიხსნება
4 დეკემბერს, 16:00 საათზე, ნიკოლოზ ბარათაშვილის განახლებული მემორიალური სახლ-მუზეუმი საზეიმოდ გაიხსნება. გახსნის ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრება.
სარეაბილიტაციო სამუშაოები და საგამოფენო სივრცეების რეექსპოზიცია სახლ-მუზეუმში 2017 წლის მანძილზე მიმდინარეობდა. საგამოფენო სივრცეში პირველად იქნება გამოყენებული თანამედროვე მუზეუგრაფიის შესაბამისი კრეატიული ინდუსტრია და 3D ანიმაცია.
მისამართი: ჩახრუხაძის ქუჩა # 17
(NS)
ავტორი: ,