07:56 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-03 10:35:35, 1910 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი კობახიძე მოზარდთა გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე  ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის შედეგად დაღუპული მოზარდების გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„შეძრული ვარ ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედიით, რომელსაც ორი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი და შემაძრწუნებელი შემთხვევა, რომელიც ბოლო წლებში ჩვენს ქვეყანაში მოხდა.

სიტყვები უძულურია იმ მწუხარების გამოსახატად, რასაც ჩემთან ერთად, თითოეული ჩვენგანი განიცდის. ეს არის ტრაგედია არა მხოლოდ გარდაცვლილთა ოჯახებისთვის, არამედ მთელი ჩვენი საზოგადოებისთვის. მომხდარი ნათლად გვაჩვენებს, რომ ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა ახალგაზრდა თაობის მიმართ გვმართებს და განსაკუთრებული ყურადღებითა და სიფრთხილით სწორედ ბავშვებს და მოზარდებს უნდა მოვეკიდოთ.

პოლიტიკოსებმა, და ჩვენთან ერთად,  მთელმა საზოგადოებამ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ პირველ რიგში, დაცული იყოს ჩვენი შვილების, ჩვენი მომავალი თაობის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა. ჩვენ  ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ მსგავსი ტრაგედია აღარ განმეორდეს.

იმედი მაქვს, რომ დანაშაული უსწრაფესად იქნება გამოძიებული. 

საქართველოს პარლამენტის სახელით, სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილი მოზარდების ოჯახებს, მეგობრებს და ახლობლებს. ამ უმძიმეს წუთებში ჩვენ მათ გვერდით ვართ“,-ნათქვამია კობახიძის სამძიმრის განცხადებაში. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics