|
2017-12-02 12:05:08, 2158 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს უროლოგთა ასოციაციამ 2018 წელი ონკოუროლოგიის წლად გამოაცხადა
სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ საქართველოს უროლოგთა ასოციაციისა და ევროპის უროლოგიის სკოლის ერთობლივი კონგრესი ჩატარდა. კონფერენციის მიზანი უროლოგიური დაავადებების მართვის თანამედროვე, ევროპული პრინციპების გაცნობა და ქართველი უროლოგების ცოდნის დონის ამაღლებაა. საქართველოს უროლოგთა ასოციაციის ინიციატივით 2018 წელი უროლოგიაში ონკოუროლოგიის წლად გამოცხადდა. აღნიშნული შეთახმება მიმდინარე კონრესზე უროლოგიის ასოციაციის წარმომადგენლებმა მომიჯნავე სფეროს - რადიოლოგებსა და ონკოლოგებთან ერთად მიიღეს. სტატისტიკის მიხედით ოკოუროლოგიურ დაავადებათა ახალმა შემთხევებმა 2 ჯერ იმატა 2015 წლიდან. სწორედ ამიტომ საქართველოს უროლოგთა ასოციაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით გეგმავს ამ დაავადების პრევენციას და სკრინინგს. ჰუმანიტარული აქციები კი პირველ ეტაპზე ისეთ დიდ ქალაქებს მოიცავს , როგორებიცაა თბილისი, ქუთაისი, ბათუმი. კოგრესს საქართველოს 6 პროფსიული ასოციაცია და 20 მდე კლინიკური წარმომადგელობა ესწრებოდა. ღონისძიება ევროპის უროლოგთა ასოციაციის ეგიდით ჩატარდა და მას უროლოგიისა და ონკოუროლოგიის მსოფლიო დონის ექსპერტები ესწრებოდნენ: გერმანიიდან, ავსტრიიდან, ჩეხეთიდან, იტალიიდან, რუსეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან. მოწვეულ სტუმართა შორის იყვენ პოსტსაბჭოთა და ევროპის ქეყების წარმომადგენლებიც. აღნიშნულმა კონგრესმა უნდა დაასაბუთოს და ხაზი გაუსვას საქართველოს, როგორც კავკასია-ცენტრალური აზიის რეგიონის ლიდერს უროლოგიასა და მის მომიჯნავე სპეციალობებში, კერძოდ: ონკოლოგია, რადიოლოგია, რადიაციული ონკოლოგია. მსგავსი ფორმატის სამეცნიერო ღონისძიება უროლოგიასა და ონკოლოგიაში პირველად გაიმართა საქართველოში და იგი დასაბამს მისცემს ყველაზე თანამედროვე, ე.წ. მულტიდისციპლინარულ მიდგომას მედიცინასა და კონკრეტულად ონკოლოგიაში.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)