|
2017-12-01 14:14:40, 1942 ნახვა
სამართალი
სუს-ის ინფორმაციით, ორი პირის ლიკვიდაცია მოხდა, ახმედ ჩატაევმა კი, თავი აიფეთქა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ბინაში მყოფმა ახმედ ჩატაევმა სპეცოპერაციისას თავი აიფეთქა, ხოლო მასთან ერთად მყოფი ორი პირის ლიკვიდაცია განხორციელდა. კიდევ ერთი პირი კი, როგორც სუს-ის პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა, სამართალდამცველებმა დააკავეს. მას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. „გამოძიებით დგინდება, თუ როგორ მოხვდნენ აღნიშნული ჯგუფის წევრები საქართველოში. ასევე დგინდება მათი შესაძლო კავშირი სხვა დანაშაულებრივ პირებთან. საერთაშორისო პარტნიორების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, სუსმა დაიწყო სპეციალური დამატებითი ღონისძიებების გატარება შესაძლო დანაშაულებრივი ჯგუფის გაუვნებელყოფის მიზნით. სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებულ იქნა ერთი პირი. სპეცოპერაციის საწყის ეტაპზე რამდენიმე საათის განმავლობაში სუს-ის კონტრტერორისტრული დეპარტამენტი მათთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს დანებების თაობაზე. მოლაპარაკებების პარალელურად მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, განხორციელდა ადგილობრივი მაცხოვრებლების ევაკუაცია კორპუსიდან და ასევე მიმდებარე ტერიტორიიდან. მრავალსაათიანი და ინტენსიური ოპერაციის დროს მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ შექმნია.დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა სამართალდამცველების შეთავაზებაზე, რომ დანებებულიყვნენ, უარი განაცხადეს.გახსნეს ცეცხლი ავტომატური ცეცხლასროლი იარაღიდან და ხელყუმბარები ისროლეს. სპეცოპერაცია მიმდინარეობდა მჭიდროდ დასახლებულ გარემოში და ყველა კონკრეტული ნაბიჯი იგეგმებოდა უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვის გათვალისწინებით. 20 საათიანი სპეცოპერაციის შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებიდან ორი პირის ლიკვდაცია განხორციელდა, ხოლო ბინაში მყოფმა ერთმა პირმა ახმედ ჩატავემა თავი აიფეთქა“,-აღნიშნა ნინო გიორგობიანმა. გიორგობიანის განმარტებით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს თან მათი ვინაობის მაიდენტიფიცირებელი არანაირი დოკუმენტი არ ჰქონიათ. „ აღნიშნული პირების იდენტიფიკაციის პროცესში ჩართულები არიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები“,-აღნიშნა ნინო გიორგობიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)