10:10 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-01 13:47:05, 1931 ნახვა

სამართალი
შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს მე-3 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1972 წელს დაბადებული გ.გ., ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, მაუზერის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი და 8 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

„გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით)“,-აცხადებენ სამინისტროში.

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპზე სროლაში ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია
ტრამპზე თავდასხმის მცდელობა მოხდა
ორბანი პარლამენტში იმიტომ არ მიდის, რომ აშშ-ში გაქცევის გეგმას ამზადებს - გამომძიებელი ჟურნალისტი
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics