|
2017-12-01 13:26:48, 11722 ნახვა
High - Tech
ჩრდილოეთ კორეის ახალ რაკეტას ვაშინგტონამდე ფრენა შეუძლია
ჩრდილოეთ კორეელებმა ახალი ატომური რაკეტა შექმნეს, რომელსაც ვაშინგტონამდე ფრენა შეუძლია. ამის შესახებ სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს სპეციალისტებმა განაცხადეს. აგრეთვე სამხედროებმა ჩრდილოეთ კორეის ბოლო რაკეტის გაშვება წარმატებულად შეაფასეს. ცნობილი გახდა, რომ ახალ რაკეტას 4 ათას მეტრ სიმაღლეზე აფრენა შეუძლია. "რაკეტა რომ სხვანაირი კუთხით ყოფილიყო გაშვებული, მას 13 ათასი კილომეტრი ფრენა შეეძლო, ეს საკმარისია იმისათვის, რომ ამერიკის დედაქალაქამდე მიეღწია",-განაცხადეს სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროში. ამასთან ერთად სამხრეთ კორეელმა მეცნიერებმა რაკეტის სიზუსტეზე საუბარი ნაადრევად ჩათვალეს და დასძინეს, რომ ჯერ მისი გაშვების მექანიზმის შესწავლაა აუცილებელი და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება იმის თქმა, რამდენად სახიფათოა ის ცივილიზებული სამყაროსთვის. შეგახსენებთ, რომ 29 ნოემბერს ჩრდილოეთ კორეამ ფხენიანის მახლობლად ახალი რაკეტის გაშვების ცდა ჩაატარა. ბალისტიკური რაკეტა იაპონიის ეკონომიკურ ზონაში, წყალში ჩავარდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)