07:56 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-01 10:49:10, 2371 ნახვა

საზოგადოება
პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მედისონის პოლიკლინიკების ქსელში

დღეიდან, 1 დეკემბრიდან, სამედიცინო ჰოლდინგი მედისონის სამივე ფილიალში 9 წლის ასაკის გოგონებში ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია იწყება. 

ადამიანის პაპილომა ვირუსი სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებას წარმოადგენს. აშშ-ს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, გენიტალური პაპილომა ვირუსული ინფექცია ყველაზე ხშირ სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციას წარმოადგენს. მისი მნიშვნელობა ძირითადად განპირობებულია იმით, რომ მას შეუძლია გამოიწვიოს საშვილოსნოს ყელის კიბო, რომელიც  ქალებში კიბოსთან ასოცირებული სიკვდილობის მეორე მიზეზს წარმოადგენს ძუძუს კიბოს შემდეგ.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საშვილოსნოს ყელის კიბოს და აპვ-თან ასოცირებულ დაავადებებს  საზოგადოებრივი ჯანდაცვის გლობალურ პრობლემად მიიჩნევს და კვლავ ადასტურებს მის რეკომენდაციას აპვ-ის საწინააღმდეგო იმუნიზაციის ეროვნულ სახელმწიფო პროგრამებში ჩართვის თაობაზე.

HPV ვაქცინაცია, რეგულარულ სკრინიგთან ერთად, საშივილოსნოს ყელის კიბოს განვითარების თავიდან აცილების საუკეთესო საშულებაა. HPV ვაქცინაცია საშვილოსნოს ყელის კიბოს 90%-ის გამომწვევი ფორმების განვითარებისაგან დაცვას განაპირობებს. გარდა ამისა, ყველა ქალი, მათ შორის ვაქცინირებული ქალებიც, რეგულარულად უნდა იტარებდნენ სკრინიგს, სკრინინგით შესაძლებელია HPV ინფექციით გამოწვეული კიბოსწინარე მდგომარეობის და კანცეროგენული წარმონაქმნების დიაგნოსტირება და მათი მოცილება, რაც შეიძლება ადრეულ სტადიაზე.

ბავშვის აცრისათვის საუკეთესო დროა 9-დან 14 წლამდე პერიოდი. ამ ასაკში, ვაქცინაციის შედეგად მიიღება ყველაზე ძლიერი იმუნური პასუხი, რომელიც სწორედ სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე აცრის შეთხვევაშია ყველაზე ეფექტური.

ვაქცინაციისათვის უნდა მიმართოთ სამედიცინო ჰოლდინგი მედისონის პოლიკლინიკებს შემდეგ მისამართებზე:

• საბურთალო - ვაჟა-ფშაველას გამზ. 83/11

• ვარკეთილი - კალოუბნის ქ. 12

• მუხიანი - ალეკო გობრონიძის ქ. 27

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ მედისონის საინფორმაციო სამსახურს: 247 06 06

#ვაქცინაცია #მედისონი #პაპილომავირუსი #პოლიკლინიკა #მედისონიზრუნავს #ჯანდაცვა2017

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics