07:02 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-01 10:30:23, 2683 ნახვა

საზოგადოება
1 დეკემბერი შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღეა

1 დეკემბერი - შიდსთან ბრძოლის  მსოფლიო დღეა. ამ  დღესთან დაკავშირებით 2017 წლის გაეროს შიდსის პროგრამა (UNAIDS) ახორციელებს კამპანიას „უფლება ჯანმრთელობაზე“, რომელიც ხაზს უსვამს აივ დადებითი და შიდსით დაავადებული ადამიანების, ისევე როგორც შიდსის მაღალი რისკის ჯგუფების ფუნდამენტურ უფლებებს, ხელი მიუწვდებოდეთ ხარისხიან პრევენციულ და სამკურნალო მომსახურებებზე.

აღნიშნულ კამპანიას, უერთდება საქართველოც.

1 დეკემბერს - „შიდსის მსოფლიო დღე“-სთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი PTF-აივ/შიდსის პრევენციის სამუშაო ჯგუფი,  გაეროს მიგრაციის სააგენტო,  მსოფლიო ექიმები საფრანგეთი,  გაეროს მოსახლეობის ფონდი ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი  ახორციელებენ ღონისძიებათა სერიას „უფლება ჯანმრთელობაზე“, რომლებიც მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ცოდნისა და ცნობიერების დონის ამაღლებას აივ ინფექცია/შიდსთან დაკავშირებით, ისევე როგორც საზოგადოებრივი მიმღებლობის გაზრდას აივ დადებითი და შიდსით დაავადბებული ადამიანებისა და შიდსის მაღალი რისკის ჯგუფების მიმართ.

ღონისძიება მიზანდ ისახავს საზოგადოებრივი ცნობიერებისა და ცოდნის დონის ამაღლებას აივ ინფექცია/შიდსთან დაკავშირებულ საკითხებზე, ისევე როგორც საზოგადოებრივი მიმღებლობის გაზრდას აივ დადებითი ადამიანებისა და შიდსის მაღალი რისკის ჯგუფების მიმართ.

გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობას მიიღებენ აივ დადებითი ადამიანებისა და მაღალი რისკის ჯგუფების (ნარკოტრიკების მომხმარებელი ადამიანები) სოციალური საწარმოები და არტ-თერაპიის ჯგუფები.

კერძოდ, შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდი

ნარკოტიკების მომხმარებელ ადამიანთა სათემო ორგანიზაცია „ახალი ვექტორი“

ნარკოტიკების მომხმარებელ ადამიანთა სათემო ორგანიზაცია „ახალი გზა“

ნარკოტიკების მომხმარებელ ქალთა სათემო ორგანიზაცია „აკესო“

C ჰეპატიტით დაავადებულ ადამიანთა სათემო ორგანიზაცია „ჰეპა +“

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური საწარმო „ხის სახელოსნო სხივი“

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური საწარმო „კოდალა“

ნარკოტიკების მომხმარებელთა ფსიქოთერაპიის სახლი "კამარა"

ნარკოტიკების მომხმარებელ ადამიანთა სოციალური საწარმო „TG Promo”

მიგრანტი და პოტენციური მიგრანტი ყოფილ ნარკომომხმარებელ პირობით მსჯავრდებულთა სოციალური საწარმო „პერსპექტივა“

პირობით მსჯავრდებულთა სოციალური საწარმო „მწვანე ოჯახი“

შემოქმედებითი განათლების სტუდია - Creative Education Studio

Fashion house M.G.

ასოციაცია ჰერა XXI

გამოფენის მიზანს წარმოადგენს, დავანახოთ საზოგადოებას, თუ რა  სარგებლის მოტანა შეუძლიათ აივ დადებით ადამიანებსა და შიდსის მაღალი რისკის ჯგუფებს.

ღონისძიებები ტარდება პარასკევს, 1 დეკემბერს, 17:00 - 21:00 სთ. შუალედში შემდეგ მისამართზე: სასტუმრო/ჰოსტელი „ფაბრიკა“, ე.ნინოშვილის ქუჩა #8.

თანამედროვე  კლასიფიკაციით  დაავადებას  ეწოდება  ადამიანის   იმუნოდეფიციტის ვირუსული  ინფექცია (აივ ინფექცია), ხოლო საკუთრივ  ტერმინით ''შიდსი'' აღინიშნება  დაავადების  მხოლოდ  ბოლო  სტადია, როდესაც  გამოიხატება დაავადების  ძირითადი  კლინიკური  ნიშნები.

შიდსი რეგისტრირებულია მსოფლიოს ხუთივე კონტინენტის 206 ქვეყანაში. ოფიციალური მონაცემებით, სადღეისოდ მსოფლიოში შიდსის ვირუსით ინფიცირებულია 20 მილიონამდე ადამიანი, მათგან 80% სქესობრივი გზით დაავადდა. (აქედან 70% ჰეტეროსექსუალურ, ხოლო 10% ჰომოსექსუალურ კავშირებზე მოდის ). აივ-ით ინფიცირებულია მსოფლიოში აღრიცხულ ნარკომანთა 80%.

სადღეისოდ, შიდსის ეპიდემიის დაძლევის ყველაზე პერსპექტიული მიმრათულებაა ე.წ. მკურნალობა პრევენციისათვის. ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენეს, რომ აივ ინფიცირებული, რომელიც იმყოფება ხარსიხიან არვ მკურნალობაზე და მის ორგანიზმში აივ-ის კონცენტრაცია არაგანსაზღვრადია, მაშინ ეს პირი განეიტრალებულია როგორც ინფექციის წყარო და ის ინფექციას აღარ ავრცელებს. შესაბამისად სტრატეგია „მკურნალობა პრევენციისათვის“ ითვალისწინებს ყველა აივ/შიდსით ავამდყოფის გამოვლენას, მათ დაუყოვნებლივ ჩართვას სამკურნალო სერვისებში და ვირუსის არაგანსაზღვრადი დონის უზრუნველყოფას.

საქართველოს გააჩნია შესაბიმისი ადამიანური და ტექნიკური პოტენციალი, რათა ეფექტურად და უმოკლეს დროში აღმოფხვრას არსებული გამოწვევები და რეალურ პრაქტიკაში განახორციელოს სტრტაგეია  მკურნალობა პრევენციისათვის, რაც საფუძველს ჩაუყრის ქვეყანაში შიდსის ეპიდემიის დასასრულს.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ინფორმაციით, 2017 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებულია აივ/შიდსის 6711 შემთხვევა, მათგან 5013 მამაკაცი და 1698 ქალია:

საქართველო მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით კვლავ მიეკუთვნება დაავადების დაბალი გავრცელების ქვეყნებს.

შიდსის პირველი შემთხვევა ჩვენს ქვეყანაში 1989 წელს დაფიქსირდა.

აივ/შიდსით ავადმყოფების სავარაუდო რიცხვია 12000

შიდსი განუვითარდა 3648 ავადმყოფს და 1339 გარდაიცვალა

უკანასკნელი წლების დინამიკა მიუთითებს, რომ ქვეყანაში აღინიშნება აივ/შიდსის ახალი შემთხვევების ნელი, მაგრამ სტაბილური ზრდა

2017 წლის პირველ 11 თვეში გამოვლინდა აივ/შიდსის 577 ახალი შემთხვევა

არვ მკურნალობას იტარებს 3994 პაციენტი, მათგან 41 – ბავშვია.

აივ/შიდსის ახლად გამოვლენილ შემთხვევებში ინფექციის გადაცემის გზების განაწილების ყოველწლიური დინამიკა მიუთითებს ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლების ხვედრითი წილის შემცირებას, სქესობრივი გზით ინფიცირების შემთხვევების მატების ხარჯზე.

2011 წლიდან აივ/შიდსის ჰეტეროსექსუალური გზით გადაცემის შემთხვევების რაოდენობა აჭარბებს ნარკოტიკების ინექციური მოხმარებით ინფიცირების შემთხვევებს.

2011 წლიდან ასევე აღინიშნება აივ/შიდსის მამაკაცებს შორის სქესობრივი კონტაქტით (მსმ) გადაცემის მკვეთრი ზრდის ტენდენცია, რომელიც მაქსიმუმს (20%-ს) აღწევს 2015 წლისთვის. ეს ტენდენცია სტაბილურად შენარჩუნებულია.

აივ-ინფიცირებულთა მზარდი რაოდენობის შესამცირებლად შიდსის ცენტრი და საქართველოს შიდსის ასოციაცია ინიციატივით გამოდის, რომლის დევიზია:

გამოვიკვლიოთ ყველა,

ვუმკურნალოთ ყველას,

დავასრულოთ

შიდსის ეპიდემია საქართველოში!

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics