07:02 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-01 10:24:42, 1690 ნახვა

საზოგადოება
საახალწლო ილუმინაციებისთვის წელს 3 მილიონი ლარი დაიხარჯა

თბილისი 2018 წელს ახალი საახალწლო ილუმინაციებით შეხვდება.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე - რუსთაველის, მელიქიშვილისა და ჭავჭავაძის გამზირებზე, ასევე, პეკინისა და ბარათაშვილის ქუჩებზე, საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დაიწყო.

აღნიშნულ პროცესს თბილისის მერი კახა კალაძე რუსთაველის გამზირზე, „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორ ლევან ჯღარკავასთან და მერის მოადგილეებთან ერთად ადგილზე გაეცნო.

„თბისერსვის ჯგუფს“ საახალწლოდ ქალაქის განათება დაწყებული აქვს.  ამჟამად, შესაბამისი სამუშაოები რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს, რომელიც რამდენიმე დღეში დასრულდება. ვფიქრობ, რომ რუსთაველის გამზირი ძალიან ლამაზი იქნება და ჩვენი დედაქალაქის მოსახლეობა მოიწონებს“, - განაცხადა კახა კალაძემ და აღნიშნა, რომ ის განათებები, რომლებიც გასულ წელს ცენტრალურ უბნებში იყო დამონტაჟებული, წელს თბილისის სხვადასხვა რაიონში გადანაწილდება.

„თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის განცხადებით, მიმდინარე წელს საახალწლო ილუმინაციებისთვის სამი მლნ ლარი დაიხარჯა.

„საახალწლო განათება იტალიიდან ჩამოვიტანეთ. მთავარ გამზირზე მონტაჟდება პეპელას ფორმის 32 განათება. ასევე, დეკორატიულად მოირთო ხეები. წელს რუსთაველის გამზირი იქნება ოქროსფერ ფერებში, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან ლამაზი იქნება. ასევე, დაახლოებით, სამი-ოთხი დღე დაგვჭირდება რუსთაველის გამზირის გადაკეტვა, რომლის შემდეგაც მელიქიშვილისა და ჭავჭავაძის გამზირებზე გადავინაცვლებთ“, - აღნიშნა ლევან ჯღარკავამ.

დღემდე „თბილსერვის ჯგუფი“ საახალწლო ილუმინაციების და აქსესუარების მონტაჟს თბილისის გარეუბნებში ახორციელებდა.

აღნიშნულ უბნებში უკვე არსებული სანათი მოწყობილობები დამონტაჟდა, რომლებიც გასულ წელს ცენტრალურ რაიონებში იყო განთავსებული.

სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე, დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი 6 ნოემბერს დაიწყო და დეკემბრის შუა რიცხვებში დასრულდება.

(NS) 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics