07:02 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-01 10:24:00, 1920 ნახვა

საზოგადოება
35 მოქალაქეს, რომლებსაც სპეცოპერაციის შედეგად სახლები გაუნადგურდა, მერია ერთჯერადად 500 ლარს გადასცემს

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მცხოვრებ რვა ოჯახს, რომელთაც 22 ნოემბერს ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად საცხოვრებელი სახლები სრულად გაუნადგურდათ, თითოეულ მოქალაქეზე ერთჯერადი დახმარების სახით, 500 ლარი გადაეცემა.  

"დახმარებას გაბრიელ სალოსის გამზირის მე-6 შესახვევის, N9 კორპუსის, მესამე სადარბაზოს I-III სართულზე და მეორე სადარბაზოს მეორე სართულზე მცხოვრები 35 მოქალაქე მიიღებს. მათ დასახმარებლად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან ჯამში 17 500 ლარი გამოიყო",-ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics