10:10 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-30 21:29:02, 2114 ნახვა

სამართალი
ლუბლიანას ქუჩაზე მომხდარ სროლასთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება 3 მუხლით დაიწყო

ლუბლიანას ქუჩაზე მომხდარ სროლასთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება 3 მუხლით დაიწყო, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" პროკურატურაში განუცხადეს. 

როგორც უწყებაში აცხადებენ, ამ ეტაპზე მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება და ტარდება გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. 

"თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა/შენახვა/ტარების,მოქალაქის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით და 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება და ტარდება გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, გამოძიების მიმდინარეობის შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას", - აცხადებენ პროკურატურაში. 

შეგახსენებთ, რომ ლუბლიანას ქუჩაზე დღეს სროლა იყო, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა. ოჯახური კონფლიქტის დროს მამაკაცმა ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნა, შემდეგ კი, ყოფილ მეუღლეს სახეში ესროლა. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპზე სროლაში ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია
ტრამპზე თავდასხმის მცდელობა მოხდა
ორბანი პარლამენტში იმიტომ არ მიდის, რომ აშშ-ში გაქცევის გეგმას ამზადებს - გამომძიებელი ჟურნალისტი
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics