|
2017-11-30 19:15:43, 4049 ნახვა
საზოგადოება
„მუდამ პასუხს აგებ იმისთვის, ვინც მოიშინაურე“ - ცხოველთა მოვლა-პატრონობის პირობები, შესაძლოა, გამკაცრდეს
ცხოველთა უფლებების დამცველმა ოთხმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, პარლამენტში საკანონდებლო ინიციატივა წარადგინა. პროექტში გაწერილია კომპანიონ ცხოველთა კეთილდღეობის ძირითადი საჭიროებები და ასევე, „სისხლის სამართლის კოდექსისა“ და „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებები. რას ნიშნავს კომპანიონი ცხოველი? ეს არის საერთაშორისო ტერმინი და ნიშნავს – ცხოველი, რომელიც ადამიანს ჰყავს ესთეტიკური თუ სოციალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, ექვემდებარება ადამიანის მიერ მოვლას და რომელსაც არ იყენებენ სურსათის (მათ შორის, ხორცის, რძისა და კვერცხის), ბეწვის, ბუმბულის, ტყავის და სხვა ნებისმიერი ცხოველური პროდუქტის საწარმოებლად. რას ითვალისწინებს კანონპროექტი? კანონპროექტის მიხედვით, ყველა კომპანიონ ცხოველს უნდა ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა იარსებოს ბიოლოგიური წონასწორობის პირობებში. დაუშვებელი იქნება მისი მიტოვება ან უმიზეზოდ, გაუმართლებლად მოკვლა. კომპანიონი ცხოველების გამრავლება დარეგულირებული იქნება კანონმდებლობით, ასეევე კანონპროექტით დარეგულირდება შემდეგი საკითხები: კომპანიონი ცხოველის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გადაადგილებისა და ტრანსპორტირებისათვის დასაშვები სტანდარტები, პატრონთა ვალდებულებები კომპანიონ ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. კანონპროექტის მიხედვით რა ჩაითვლება კანონდარღვევად? სისხლის სამართლებრივად დასჯადი გახდება კომპანიონ ცხოველთა რიტუალური მოკვლა, ექსპერიმენტები და ვეტერინარის დანიშნულების გარეშე ქირურგიულ ოპერაციების ჩატარება.
დგინდება ჯარიმები ცხოველთა ტრანსპორტირების წესის, მოკვდინებისათვის დასაშვები წესების დარღვევისათვის და სხვა შემთხვევებზე. კომპანიონი ცხოველები დაექვემდებარებიან სავალდებულო პირველად რეგისტრაციას, იდენტიფიკაციას და ყოველწლიურ საკონტროლო რეგისტრირებას, განისაზღვრება მათი მოვლა-პატრონობის პირობები, ასევე კანონპროექტში გაწერილია მიკედლებული ძაღლებისა და მიმკედლებლების უფლებები, იკრძალება ჯანმრთელი კომპანიონი ცხოველის ევთანაზია. „სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრი“–ს თავმჯდომარემ სოფიო ბეროშვილმა „ექსპრესნიუსთან“ საუბარში კანონპროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს კანონპროექტი საზოგადოების კულტურის ამაღლებას შეუწყობს ხელს. „საზოგადოებისა და ქვეყნის კულტურა ჩანს იმაში, თუ როგორ ექცევა ის როგორც ფლორას ისე ფაუნას. ვერც ერთ განვითარებული ქვეყნის ქუჩებში ვერ შეხვდებით ისეთ გაუბედურებულ, მშიერ და დაავადებულ მაწანწალა ძაღლებს, როგორც ჩვენს ქვეყანაშია, განსაკუთრებით რეგიონებში. ჩვენ საზოგადოებას დღემდე მყარად სჯერა, რომ ძაღლი უნდა იყოს ქუჩაში, მუდმივად დაბმულ მდგომარეობაში და მისი საკვებია ძვალი... ამ კანონპროექტით ჩვენ შევეცდებით ავამაღლოთ საზოგადოების კულტურა და მიდგომა ჩვენი ოთხფეხა მეგობრების მიმართ, დავიცვათ ცხოველები სისასტიკისგან, წამებისგან. კანონპროექტი ასევე იცავს ადამიანებს. მხედველობაში მაქვს ცხოველების სავალდებულო ვაქციანაცია, რაც რა თქმა უნდა ასევე გვიცავს ჩვენ სხვადასხვა გადამდები დაავადებებისაგან, მსგავსი კანონი დიდი ხანია მიღებული აქვთ ყველა ევროპის წევრ ქვეყანას. გარემოს დაცვის კომიტეტი ძალიან დადებითადაა განწყობილი და დიდ მადლობას ვუხდით ამისთვის ბატონ კახა კუჭავას, დარწმუნებული ვარ ყველა დეპუტატი დაუჭერს მხარს კანონპროექტს და ჩვენი ოთხფეხა მეგობრების მიმართ სასტიკი მოპყრობის წინააღმდეგი იქნებიან“, - აღნიშნა სოფიო ბეროშვილმა.
კანონპროექტის ინიციატორები არიან: „ცხოველთა უფლებების კომიტეტი“ - თავმჯდომარე თინათინ ჭავჭანიძე , ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია „ჰუმანილი“ - თავმჯდომარე სოფიო ჯიბუტი , „ცხოველთა უფლებების ადვოკატირების ცენტრი“ - თავმჯდომარე თამარ აქუბარდია (, „სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრი“ - თავმჯდომარე სოფიო ბეროშვილი.
მაკო ჯაბუა
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ცხოველთა სასტიკი მოპყრობისაგან დაცვის რეგულირებას, „სისხლის სამართლის კოდექსის“ 259-ე მუხლის - „ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობა“ - პასუხისმგებლობა გამკაცრდება და კონკრეტულად იქნება განსაზღვრული რას ნიშნავს სასტიკი მოპყრობა, ემატება დამატებით სამი მუხლი, აქედან ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ცხოველთა ორთაბრძოლების აკრძალვას ეხება. რომლის მიხედვით, პასუხისმგებლობა იქნება გათვალისწინებული საქართველის მთელი მასშტაბით ცხოველთა მონაწილეობით ორთაბრძოლების მოწყობისათვის, ორგანიზებისათვის, პროპაგანდისა თუ მასში მონაწილეობისათვის.
კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში 14 ნოემბერს დარეგისტრირდა, თუმცა მანამდე კონსულტაციები და აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა გარემოს დაცვის კომიტეტთან.



epn.ge (@expressnews.ge)