2017-11-30 18:30:11, 1928 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტი ნინო ლომჯარიას სახალხო დამცველის პოსტზე არჩევას ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ნინო ლომჯარიას სახალხო დამცველის პოსტზე არჩევას ულოცავს.
„ვულოცავ ნინო ლომჯარიას სახალხო დაცველის პოსტზე არჩევას.
ქვეყანაში, რომელშიც ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მიმართულებით ჯერ კიდევ მრავალი გამოწვევაა, სახალხო დამცველი ერთერთი უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ინდტიტუტია. ვუსურვებ წარმატებას“, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
ცნობისთვის, პარლამენტმა 96 ხმით, სახალხო დამცველის პოსტზე ნინო ლომჯარია დაამტკიცა.
ავტორი: ,