23:27 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-30 14:55:42, 1834 ნახვა

კომენტარი
გია ვოლსკი: არ უნდა ჩავვარდეთ იმ ცდუნებაში, რომ მთავრობისთვის მოსახერხებელი კანდიდატურა ვეძებოთ

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი სახალხო დამცველის არჩევის საკითხს გამოეხმაურა.

„ჩვენ არ უნდა ვეძებოთ, არ უნდა ჩავვარდეთ იმ ცდუნებაში, რომ  ვეძებოთ მთავრობისათვის  მოსახერხებელი  კანდიდატურა. სწორედ, ამაშია ჩვენი გადაწყვეტილების არსი, რომ ავარჩიოთ კანდიდატურა, რომელსაც  არასამთავრობო ორგანიზაციები წარმოადგენენ. ჩემი აზრით, რომლებიც ასევე ხშირ შემთხვევაში უსაფუძვლოდ, მაგრამ დაპირისპირებული არიან მთავრობის პოზიციასთან. მაგრამ თავად სახალხო დამცველის ინსტიტუტი ითვალისწინებს სწორედ ასეთ კანდიდატურას და არა ისეთს, რომელიც მთავრობისთვის მოსახერხებელია“,-აღნიშნა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, სახალხო დამცველის პოსტზე ორი კანდიდატურაა წარდგენილი. „ქართულმა ოცნებამ“ ომბუდსმენის პოსტზე ნინო ლომჯარია წარადგინა, „პატრიოტთა ალიანსმა“ კი, გიორგი ფოფხაძე.

ახალ სახალხო დამცველს დეპუტატები დღევანდელ სხდომაზე აირჩევენ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics