07:02 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-30 12:16:40, 1666 ნახვა

საზოგადოება
ნიდერლანდებში ქართული ღვინო წარადგინეს

ნიდერლანდების სამეფოს ქალაქ რეისვეიკში (Rijswijk) გამართულ ყოველწლიურ ღონისძიებაზე ,,WineWeekend'' სპეციალური სტენდი ,,Taste of Georgia'' მოეწყო, სადაც ქართული  ღვინოები იყო წარმოდგენილი.

,,WineWeekend'' ნიდერლანდებში ითვლება ყველაზე მასშტაბურ ღვინის სადეგუსტაციო ღონისძიებად, სადაც მიმდინარე წელს 50-მდე კომპანიის ღვინოები იყო წარმოდგენილი.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში  გაიმართა ორი პრეზენტაცია-სემინარი - ,,ქარვისფერი ღვინოები საქართველოდან'', რომელსაც ღვინის პროფესიონალები დაესწრნენ. 

უწყების ცნობით, დეგუსტაციას  ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია „Saperavi Wine Agency"-ის დირექტორი ბერნარდ ნაუტა უძღვებოდა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, სემინარზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 6 კომპანიის 12 სახეობის ღვინო.

ეს კომპანიებია „კონჭო და კომპანი", „თბილღვინო", „ფაფარი ველი", „ბაგრატიონი 1882", „ბექა გოცაძის საგვარეულო მარანი" და „თელავის ღვინის მარანი".

ღვინის მოხმარების საერთაშორისო ტენდენციებსა და სტატისტიკაზე დაყრდნობით, ნიდერლანდების ბაზარი ქართული ღვინის ექსპორტისთვის საკმაოდ პერსპექტიულია.

ჰოლანდიელი პროფესიონალები დაინტერესებულნი არიან ქართული ღვინოებით, რის საფუძველზეც, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წელს ხელშეკრულება გააფორმა ღვინის იმპორტიორ კომპანიასთან „Saperavi Wine Agency", რომელიც ნიდერლანდებში ქართული ღვინის იმპორტს ახორციელებს და ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებას მართავს.  

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics