|
2017-11-30 11:31:35, 1620 ნახვა
საზოგადოება
არასამთავრობოები: საკანონმდებლო ცვლილებებით საბჭოთა სტილის “ოდეერის” ინსტიტუტი ბრუნდება და უპრეცენდენტოდ ძლიერდება
საკანონმდებლო ცვლილებებით საბჭოთა სტილის „ოდეერის“ ინსტიტუტი ბრუნდება და უპრეცედენტოდ ძლიერდება“,-ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. „საქართველოს მთავრობამ 22 ნოემბერს პარლამენტში წარადგინა საკანონმდებლო ცვლილებები მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონსა და თანმდევ 110 კანონში. ცვლილებები შედის “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ” კანონშიც, რადგან მთავრობამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და საგარეო დაზვერვის სამსახურის გაერთიანება გადაწყვიტა. თუმცა, სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ ცვლილებებთან ერთად შემოთავაზებული კანონპროექტი სხვა საკითხებსაც ეხება, რაც ე.წ. “ოდეერების” ინსტიტუტის კლასიკური საბჭოთა სახით დაბრუნებასა და მათ ინსტიტუციურ გაძლიერებას გულისხმობს. კანონპროექტის თანახმად: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უფლება ექნება საიდუმლო თანამშრომელი მიავლინოს აღმასრულებელი ხელისუფლების ნებისმიერ ორგანოში (ყველა სამინისტროში, სსიპსა თუ ა(ა)იპ-ში), კერძო საწარმოში, დაწესებულებასა თუ ორგანიზაციაში; მივლინებულ მოსამსახურეს არ ექნება უფლება გაამჟღავნოს სამსახურისადმი კუთვნილება; “ჩანერგილ” მოსამსახურეს უფლება ექნება მივლინებულ უწყებაში დაიკავოს ნებისმიერი თანამდებობა; მივლინებული მოსამსახურე ვალდებული იქნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიაწოდოს ინფორმაცია, “ჩანერგილი” მოსამსახურე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდანაც აიღებს ანაზღაურებას და იმ საწარმოდანაც, სადაც ფარულად არის მივლენილი, მივლინებულ მოსამსახურეს ფარულად მსახურობის პერიოდი ეთვლება შრომის საერთო სტაჟში. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უფლება აქვს საიდუმლო თანამშრომელი ჩართოს დანაშაულებრივ ჯგუფში, მათ შორის ნებისმიერ საწარმოსა და დაწესებულებაში, სადაც არსებობს ეჭვი დანაშაულის ჩადენის შესახებ (კანონი “ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ”). ასევე, 2015 წელს კანონმდებლობით გაუქმდა ტერმინი “უსაფრთხოების ოფიცერი”, თუმცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კვლავ შეუძლია სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე დაწესებულებებში დანიშნოს მუდმივი წარმომადგენელი, მხოლოდ დაწესებულებასთან ურთიერთშეთანხმებით. ასეთი დაწესებულებების ნუსხა მთავრობის მიერ არის განსაზღვრული. აქედან გამომდინარე გაუგებარია რა მიზანს ემსახურება აღმასრულებელ ხელისუფლებაში, საწარმოსა და დაწესებულებაში საიდუმლო თანამშრომლის მუდმივად მივლენა. მოვალეობათა შესასრულებლად, სამსახურისადმი კუთვნილების გაუმჟღავნებლად, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოში, აგრეთვე სხვადასხვა საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში თანამდებობის დაკავება მოქმედი კანონდებლობით მხოლოდ დაზვერვის სამსახურის თანამშრომლისთვის არის დაშვებული. ამის მთლიანად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე გავრცელებით, ჩნდება ლეგიტიმური ეჭვი, რომ შემოთავაზებული ცვლილებები სწორედ წარმოადგენს მცდელობას დააბრუნოს და გააძლიეროს საბჭოთა კავშირში დამკვიდრებულ ე.წ. “ოდეერის” პრაქტიკა. უსაფრთხოების სამსახურის რეფორმა ქვეყნისათვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს. თუმცა, რეფორმა ძლიერი და ანგარიშვალდებული უსაფრთხოების სამსახურის არსებობას უნდა ისახავდეს მიზნად. ერთი სამსახურისათვის ჭარბი, უკონტროლო ძალაუფლების და ტოტალური კონტროლის ბერკეტების მინიჭებით ვერ მივიღებთ სამსახურს, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას ეფექტურად დაიცავს. ეს, მაღალი ალბათობით გამოიწვევს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას და საფუძველს შეურყევს ქვეყნის ინსტიტუციურ მართვას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კონცენტრირებული ჭარბი ძალაუფლება, ანალიზის, სამართალდაცვის, ძალის გამოყენების, პრევენციისა და გამოძიების ფუნქცია, ასევე გარე კონტროლის სუსტი მექანიზმები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქცევს ტოტალური კონტროლის მექანიზმად, რაც ეწინააღმდეგება დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებს“,-ნათქვამია განცხადებაში. არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, არ დაუჭიროს მხარი შემოთავაზებულ ცვლილებებს არსებული ფორმით და დაზვერვის სამსახურის კონტროლის მექანიზმები არ გაავრცელოს მთლიანად უსაფრთხოების სამსახურზე. განცხადებას ხელს შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები აწერენ ხელს: „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“, „საქართველოს ატლანტიკური საბჭო“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „მედიის განვითარების ფონდი“, „საზოგადოება და ბანკები“, „საქართველოს რეფორმების ასოციაცია“, „კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი“, „მწვანე ალტერნატივა“, „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ და „ხმა საქართველოდან“.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)