07:02 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-30 10:29:57, 1812 ნახვა

საზოგადოება
დავით სერგეენკო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორს შეხვდა

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონულ დირექტორს ჟუჟანა ჯაკაბს შეხვდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრაზე ქვეყნისა და გლობალური ჯანდაცვის სისტემის განვითარების პერსპექტივებზე, თანამშრომლობის გაღრმავების გზებსა და შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

მათივე ცნობით, შეხვედრის მიწურულს, გაწეული თანამშრომლობისთვის დავით სერგეენკომ ჟუჟანა ჯაკაბი მედლით დააჯილდოვა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული დირექტორი თბილისში ორგანიზაციის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომის ფარგლებში იმყოფებოდა.

საქართველომ კომიტეტის სხდომას თავმჯდომარის რანგში უმასპინძლა.

(NS) 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics