2017-11-29 19:41:37, 1739 ნახვა
კომენტარი
ლომჯარია: არჩევის წესში ცვლილებებით, სახალხო დამცველის დამოუკიდებლობა კიდევ უფრო განმტკიცდა
ომბუდსმენის კანდიდატმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის კითხვაზე საპასუხოდ, სახალხო დამცველის არჩევის წესში ცვლილების მიზანშეწონილობაზე ისაუბრა.
ლომჯარიას შეფასებით, სახალხო დამცველის არჩევის წესში ცვლილებებით, სახალხო დამცველის დამოუკიდებლობა კიდევ უფრო განმტკიცდა:
„ვინაიდან უფრო მაღალი კონსესუსით და ქვორუმით უნდა იქნეს არჩეული მომავალიბ სახალხო დამცველი.მეტი პოლიტიკური მხარეების ჩართულობით მოხდება ბუნებრივად. მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდა სახალხო დამცველის ვადა და მომავალი სახალხო დამცველი 6 წლით იქნება არჩეული. დღეს იქმნება მნიშვნელოვანი პრეცედენტი, რომ უმრავლესობა, მიუხდედავად იმისა, რომ კანონმდებლობა არ ავალდებულებს, ახორციელებს სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციებს სახალხო დამცველის ასარჩევად“,-აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.
ავტორი: ,