|
2017-11-29 18:24:21, 1855 ნახვა
ეკონომიკა
„ბიტფური ჯგუფის“ დამფუძნებელი: საქართველო ინოვაციური ქვეყანაა
„ბიტფური ჯგუფის“ დამფუძნებელი ვალერი ვავილოვი, რომელიც თბილისის აბრეშუმის გზის საინვესტიციო შესაძლებლობებისადმი მიძღვნილ თემატურ პანელში მონაწილეობს, აცხადებს, რომ საქართველო ინოვაციური ქვეყანაა და იგი მხარს უჭერს ბიტკოინ და ბლოკჩეინ ტექნოლოგიების განვითარებას. სიტყვით გამოსვლისას, „ბიტფური ჯგუფის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით ის დიდი ხანია მუშაობს საქართველოს მთავრობასთან: „დიდი ხანია ვმუშაობ საქართველოს მთავრობასთან. საქართველო ძალზე ინოვაციური ქვეყანაა. ეს არის ქვეყანა, რომელიც მხარს უჭერს ახალი ტექნოლოგიების განვითარებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.“ ვავილოვმა განსაკუთრებული აქცენტები საქართველოში ბიზნესის კეთების სიმარტივეზე და მიმზიდველ საინვესტიციო გარემოზე გააკეთა. „სანამ საქართველოში ბიზნესს დავიწყებდი, ბევრი რამ მქონდა გაგებული ქართული რეფორმებისა და ბიზნესის კეთების შესახებ. მაგრამ ერთია, როცა გესმის და მეორეა, როცა საკუთარი თვალით ხედავ. საქართველოში არ არის კორუფცია, აქ არის ძალიან ხელსაყრელი საგადასახადო რეჟიმი, იგი არამხოლოდ დაბეგვრისთვის არის ხელსაყრელი, არამედ სტრუქტურაა მარტივი, ცოტა დრო გჭირდება სხვადასხვა ქაღალდების შესავსებად. ასევე, არ არის ძვირი მუშახელი, ისინი არიან ძალიან შრომისმოყვარე. საქართველო არის მწვანე ენერგიის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელი, რაც, რა თქმა უნდა, ნიშნავს იაფ ელექტროენერგიას. ყველა ეს პარამეტრი საქართველოს ხდის ძალიან კეთილგანწყობილს და მეგობრულს ჩვენი ბიზნესისათვის.“- განაცხადა „ბიტფური ჯგუფის“ დამფუძნებელმა. ვალერი ვავილოვმა ვრცლად ისაუბრა BitFury Group-ის ტექნოლოგიების შესახებ და ხაზი გაუსვა მათ სამომავლო პოტენციალს. „ბევრ ადამიანს გაუგონია ალბათ უკვე ბლოკჩეინ ტექნოლოგიების შესახებ, თუმცა, ძალიან ცოტას ესმის ,რას ნიშნავს ეს ახალი ტექნოლოგიები და როგორ შეუძლია მას შეცვალოს მთელი სამყარო. ინტერნეტის შექმნის შემდეგ, მოხდა ე.წ. დიჯიტალიზაცია სხვადასხვა სფეროებში. თუმცა, ყველაფერი მაინც რჩებოდა ქაღალდზე, რადგანაც ინტერნეტს არ შეეძლო უსაფრთხო ტრანზაქციები. ჩვენ აუცილებლად გვჭირდება სწორედ ისეთი ტექნოლოგიები, რომლებიც მოგვცემს უსაფრთხო ტრანზაქციების საშუალებას ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. სწორედ აქ მოგვყავს ბლოკჩეინ ტექნოლოგიების მაგალითი, აღნიშნულ სისტემაში ინფორმაციის წაშლა და მანიპულირება შეუძლებელია, სწორედ ეს არის მისი უმნიშვნელოვანესი თვისება. ჩვენს სამყაროში კიბერ დანაშაულების დიდი საფრთხეა. ჩვენ ვართ კომპანია, რომელიც ქმნის დაცულ პლატფორმას ნებისმიერი მთავრობის, ინსტიტუციებისა და ორგანიზაციებისთვის.“- აღნიშნა ვავილოვმა. ვალერი ვავილოვი მსოფლიოს უდიდესი ბლოკჩეინ კომპანიის „ბიტფური ჯგუფის“ დამფუძნებელი და დირექტორთა საბჭოს აღმასრულებელი დირექტორია. მისი სამეწარმეო საქმიანობა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიებით გატაცება 2011 წელს დაიწყო, მაშინ, როდესაც აღნიშნული ტექნოლოგია ფორმირების საწყის ეტაპზე იყო. ვავილოვი Bitfury Group- ს უახლესი თაობის ჩიპების და წინასწარი მონაცემების ცენტრის დიზაინის განვითარების საკითხებში ხელმძღვანელობდა. წარმოშობით ლატვიელმა ვალერი ვავილოვმა განათლება რიგის ტრანსპორტისა და ტელეკომუნიკაციების უნივერსიტეტში მიიღო. (NS)
ფაშინიანი - დღის წესრიგშია საქართველოსთან დელიმიტაციის დასრულების საკითხიც
ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის გზას - ევროკავშირის წარმომადგენლობა
ნაციონალურმა მოძრაობამ ფასების სტაბილურობისთვის საკუთარი ხედვა წარადგინა
საქართველოს ბანკისა და Boxette-ის ერთობლივი შეთავაზება ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)