07:02 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-29 17:19:57, 1916 ნახვა

საზოგადოება
გრიგოლ გიორგაძე დევნილთა ინტეგრაციის თემაზე გამართულ კონფერენციას დაესწრო

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე დევნილთა ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციას დაესწრო.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენცია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს.

პროექტი, სახელწოდებით „გაუმჯობესებული სერვისები - დაცული მოწყვლადი ჯგუფები“, მიზნად ისახავს, დევნილთა ინტეგრაციის ხელშეწყობას, მათი უფლებების სათანადო დაცვასა და დევნილი საზოგადოების გაძლიერებას.

დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილემ პარტნიორ სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

„2013 წლიდან  სამინისტრო დევნილთა განსახლებისა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის პროგრამებს აქტიურად ახორციელებს, თუმცა პრობლემები იმდენად დიდია, რომ  სახელმწიფოს მხოლოდ საკუთარი რესურსით გამკლავება გაუჭირდება. ამიტომ,  საერთაშორისო ორგანიზაციების, ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერა, რომლის მაგალითსაც აღნიშნული პროექტი წარმოადგენს, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“, - განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.

(NS) 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics