|
2017-11-29 17:16:45, 1602 ნახვა
კომენტარი
წულუკიანი მერაბიშვილზე: სტრასბურგის გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ სისხლის სამართლებრივ დევნაში პოლიტიკური არაფერი იყო
„ჩვენ ხელთ გვაქვს სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება, რომელიც შავით თეთრზე ამბობს, რომ ამ სისხლით სამართლებრივ დევნაში, არაფერი პოლიტიკური არ იყო“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა „TV პირველის“ ეთერში, სტასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით კმაყოფილია. „ჩვენ ვართ როგორც მხარე კმაყოფილი ამ გადაწყვეტილებით, რადგან ვთვლი, რომ ეს ობიექტური გადაწყვეტილებაა. ჩვენ გავასაჩივრეთ პალატის გადაწყვეტილება დიდ პალატაში მე-18 მუხლის გამო და მივიღეთ უკეთესი შედეგი, აქედან არის სწორედ ჩემი კმაყოფილება, რადგანაც პალატის გადაწყვეტილებაში არაფერი იყო ნათქვამი იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა მერაბიშვილის დაკავება კანონიერი, იყო თუ არა სისხლის სამართლებრივი დევნა პოლიტიკური შეფერილობის. დიდმა პალატამ ჩვენი გასაჩივრების შედეგად ეს საკითხი ცალკე თავად გამოჰყო და მან ცალკე დასაბუთებით განიხილა, იყო თუ არა პოლიტიკური შეფერილობა სისხლის სამართლებრივ საქმეზე და თქვა, რომ მომჩივნის არგუმენტები მიუხედავად მწვავე პოლიტიკური დებატისა, რომლის კონტექსტშიც ეს საქმე წარიმართა, საკმარისი არ იყო, იმის სათქმელად, რომ წინასწარი პატიმრობა მიზნად ისახავდა მერაბიშვილის პოლიტიკიდან ჩამოშორებას და არა მის პასუხისგებას ჩადენილ დანაშაულებზე. შესაბამისად, დიახ ჩვენ გვაქვს კმაყოფილების საფუძველი, რადგან ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვა „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან დაკავშირებული, აფილირებული პარტიების და პოლიტიკოსების სპეკულირებას იმასთან დაკავშირებით, რომ მერაბიშვილი თითქოს პოლიტიკური ნიშნით იყო სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში და არა იმიტომ რომ მან ჩაიდინა რაიმე ტიპის დანაშაული“, - განაცხადა წულუკიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)