|
2017-11-29 15:37:13, 1734 ნახვა
კომენტარი
აბესაძე: მთავრობა სტრუქტურულ ცვლილებებზე პარლამენტის გვერდის ავლით მუშაობდა
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრი ირაკლი აბესაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მთავრობაში დაგეგმილ სამთავრობო ცვლილებებს გამოეხმაურა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მთავრობა დაგეგმილ სტრუქტურულ ცვლილებებზე პარლამენტის გვერდის ავლით მუშაობა. „ის შესაძლო პოზიტიური იდეა, რაც რეალურად მცირე მთავრობას და სამთავრობო ხარჯების შემცირებას შესაძლოა ნიშნავდეს, მორიგჯერზე თქვენ აქციეთ მხოლოდ და მხოლოდ სიკეთის მომტანად ბიუროკრატებისთვის და იმ ადამიანებისთვის ვინც მინისტრის სავარძელი შეინარჩუნა. კიდევ ერთხელ დაივიწყეთ და უარი თქვით მოქალაქეების ინტერესების და პრობლემების გათვალისწინებას. გვესაუბრებით მცირე მთავრობაზე, გვესაუბრებით ბიუროკრატიის შემცირებაზე, რაზეც 1 თვის წინ გაოცებული თვალებით გვიყურებდით, როდესაც ბიუჯეტის განხილვისას მოვითხოვდით სამინისტროების თუ ბიუროკრატიის შემცირებას, თქვენ გვეუბნებოდით რომ ამის შესაძლებლობა არ იყო. აღმოჩნდა რომ მთავრობა პარლამენტის გვერდის ავლით, ამუშავებდა ამ იდეას, თუმცა ამუშავებდა ძალიან მახინჯი მიმართულებით. მხოლოდ და მხოლოდ სავარძლების გადანაწილება, თუნდაც სავარძლების რაოდენობის შემცირება, მაგრამ ამ ყველაფერს არ მოყვება ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება, იმ ათეულობით მილიონობით ლარის შემცირება, რაც შესაძლოა მოხმარებოდა პენსიების გაზრდაას თუ გადასახადების შემცირებას. თავისუფლდება სამი სამინისტროს შენობა და თქვენ ათეულობით მილიონი ლარის დახარჯვას აპირებთ ეკონომიკის სამინისტროსთვის ახალი შენობის ასაშენებლად. შეგიძლიათ აგვიხსნათ ამის ლოგიკა გარდა ერთისა, რომ ჩინოვნიკებს სურთ უფრო ახალი კომფორტული, რბილი ავეჯი, უფრო მეტი კომფორტი და ფუფუნება. აი ამაში ხარჯავთ თქვენ ათეულობით მილიონ ლარს“,-აღნიშნა აბესაძემ.
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)