01:25 - 25 Jul, 2026
|
2017-11-29 14:06:48, 936 ნახვა
რეგიონი
იტალიაში ოკუპირებული აფხაზეთის „დიპლომატიური წარმომადგენლობა“ გაიხსნა
იტალიაში ოკუპირებული აფხაზეთის „დიპლომატიური წარმომადგენლობა“ გაიხსნა, - ამის შესახებ "სპუტნიკ-აბხაზია" იუწყება. ოკუპირებული რეგიონის დე-ფაქტი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის კან ტანიას ინფორმაციით, ე.წ. წარმომადგენლობას აკრედიტაცია გავლილი არ აქვს. „იტალიაში ჩემი ყოფნის მთავარი მიზანი - იტალიაში და ევროკავშირში აფხაზეთის რესპუბლიკის დიპლომატიური წარმომადგენლობის რეგისტრაციის დასრულებაა. აღსანიშნავია, რომ კლასიკური დიპლომატიური ფუნქციები წარმომადგენლობას არ ექნება, რადგან მას აკრედიტაცია არ აქვს გავლილი, რაც გამოწვეულია იმით, რომ იტალიას აფხაზეთის დამოუკიდებლობა ჯერ არ უღიარებია. მიუხედავად ამისა, ჩვენ მუშაობას გავაგრძელებთ. ჩვენი მიზანია საერთაშორისო თანამეგობრობას აფხაზეთის პოზიცია გავაცნოთ“, - განაცხადა კან ტანიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)