07:02 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-29 11:50:11, 1961 ნახვა

საზოგადოება
ფონიჭალაში მცხოვრებ 33 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდება

ფონიჭალაში მცხოვრებ 33 ოჯახს საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართები დაუკანონდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ფართების დაკანონების მიმართულებით მუშაობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

„ძალიან ბევრი ოჯახი ცხოვრობს საცხოვრებელ ფართებში, სადაც შვილები და შვილიშვილები გაზარდეს, თუმცა მათ დაკანონებას ვერ ახერხებენ.  შესაბამისად, დღეს გამოგვაქვს ფონიჭალის მესამე მიკრორაიონის 28-ე კორპუსისა და მეოთხე მიკრორაიონის მე-11 კორპუსში მცხოვრები 33 ოჯახისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონების გადაწყვეტილება. მათ ეს ფართები სიმბოლურ ფასად გადაეცემათ და დაუკანონდებათ. ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობას მომავალშიც განვაგრძობთ და ვისაც ეს საკითხი აწუხებს, ჩვენი მხრიდან მაქსიმალური თანადგომა ექნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი ფართები ცაიშის ქუჩის N36-ში მცხოვრებ 23 ოჯახსაც დაუკანონდა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics