2017-11-28 20:47:23, 2053 ნახვა
საზოგადოება
წინასწარი ინფორმაციით, სასტუმრო „ლეო გრანდში“ ტრაგედიის ღამეს გამწოვმა სისტემამ არ იმუშავა
სასტუმრო „ლეოგრანდში“ გამომძიებლებმა და ექსპერტებმა მუშაობა უკვე დაასრულეს.
წინასწარი ინფორმაციით, ტრაგედიის ღამეს შენობაში გამწოვმა სისტემამ არ იმუშავა.
ინფორმაციას „იმედი“ ავრცელებს.
ცნობისთვის, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. მათგან საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე. დაშავდა 21 ადამიანი, მათგან ერთი ისრაელის მოქალაქეა, 5 კი - თურქეთის.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.
ავტორი: ,