08:46 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-28 16:49:20, 2198 ნახვა

სამართალი
სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ვანო მერაბიშვილისთვის 4 ათასი ევროს გადახდა დააკისრა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს ვანო მერაბიშვილისთვის მორალური კომპენსაციის სახით, 4 000 ევროს გადახდა დაავალა.

როგორც სასამართლოს გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, მოსარჩელე 15 000 ევროს ითხოვდა.

ამასთან, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მერაბიშვილის ადვოკატებისთვის ჰონორარის სახით მოთხოვნილი თანხების ნაწილში მომჩივნის შუამდგომლობა სრულად იქნა უარყოფილი და ამ ნაწილში სასამართლომ კომპენსაცია მომჩივნის ადვოკატებს არ მიანიჭა.

„ბრიტანელი ადვოკატები ითხოვდნენ 29  775  გირვანქა სტერლინგის ანაზღაურებას სახელმწიფოსგან ჰონორარის სახით, ხოლო  ოთარ კახიძე, ასევე ითხოვდა ჰონორარის სახით სახელმწიფოსგან  43 641 აშშ დოლარის ანაზღაურებას“, - განაცხადა წულუკიანმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics