06:04 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-27 16:13:57, 1671 ნახვა

საზოგადოება
სოზარ სუბარი გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის მოადგილეს  ჯორჯ ოკოთ-ობოს შეხვდა. 

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა დევნილთა განსახლებისა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის საკითხებზე ისაუბრეს და   ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელ პირთა ინტეგრაციის საკითხები განიხილეს.

სოზარ სუბარმა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლებს  მტკიცე მხარდაჭერისა და სამინისტროსთვის აღმოჩენილი დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

თავის მხრივ,  გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის მოადგილემ  ჯორჯ ოკოთ-ობომ მინისტრს ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მიზანს საქართველოსთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება წარმოადგენს.

(NS) 

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics