|
2017-11-27 14:47:23, 1653 ნახვა
კომენტარი
თეა წულუკიანი: დასანანია, რომ ტერმინი - ხმოსანი შემოგვქონდა და ახლა უნდა ამოვშალოთ
საქართველოს იუსტიციის მინისტრისთვის კონსტიტუციიდან ტერმინის - ხმოსანი ამოღება მიუღებელია. თავდაპირველი ცვლილებების თანახმად, პრეზიდენტის არჩევის არაპირდაპირ წესზე გადასვლისას, სახელმწიფოს მეთაურს ირჩევდნენ ხმოსნები, თუმცა მოგვიანებით მას საარჩევნო კოლეგიის წევრები ეწოდა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, აღნიშნულის მიზეზია ის, რომ სიტყვა ხმოსნები ქილიკის საგანი გახდა. წულუკიანის თქმით, ქართული სიტყვების კონსტიტუციაში ჩაწერა პირიქით მისასალმებელია: „როდესაც კონსტიტუციაში შემოაქვს და აფუძნებს ქართული სიტყვების ხმარებას, ეს ალბათ პირიქით მისასალმებელი უნდა იყოს. მაგალითად, მივესალმები იმას, რომ თანახელმოწერა შემოვიდა და აღარ ვიტყვით კონტრასიგნაციას. დასანანია, რომ ხმოსანი შემოგვქონდა და ახლა უნდა ამოვშალოთ“,-აღნიშნა წულუკიანმა. მისთვის გაუგებარია, რატომ არ აპროტესტებენ იგივე ადამიანები კონსტიტუციაში სიტყვა ინტერპელაციის ჩაწერას: „ის, ვინც ამ ქართულ სიტყვას აქილიკებს, მან თუ გააქილიკა, მაგალითად, ინტერპელაცია, რომელსაც მე არ ვეთანხმები, რომ შემოვიტანოთ, რადგან ეს არ არის ქართული ტერმინი და უფრო პოლიციური სამართლებრივი ტერმინია. ქუჩაში რომ გაგაჩერებს, მაგალითად, ევროპაში პოლიციელი და ინტერპელაციას ჩაგიტარებს, შენ ვალდებული ხარ, მის კითხვებს გასცე ქუჩაშივე პასუხი. შინაარსობრივად, ამაში იგულისხმება შემდეგი: მე, იუსტიციის მინისტრს, რომ გამომიგზავნის დეპუტატი კითხვას, ვალდებული ვარ, ვუპასუხო. ეს არის პირველი პუნქტი, მეორე ვალდებული ვარ, ასეთ კითხვას, თუკი დეპუტატების ჯგუფი გამოგზავნის, მე პასუხი წერილობით კი არ გავცე, არამედ გამოვცხადდე სხდომაზე და ისე გავცე პასუხი. ამას დავარქვით ინტერპელაცია. ეს არის ჩვეულებრივი გამოძახება. რამდენი ვინმე ქართულ სიტყვას გააქილიკებს, ჩვენ ეს არ უნდა ამოვშალოთ კონსტიტუციიდან“,- განაცხადა თეა წულუკიანმა. მინისტრს დაეთანხმა საკონსტიტუციო კომისიის წევრი ლაშა ტუღუში: „უნდა დავტოვოთ ეს ტერმინი. რატომ უნდა შევცვალოთ, იმიტომ რომ ვიღაც ხუმრობს? უნდა დავამკვიდროთ ქართული სიტყვები“,-განაცხადა ლაშა ტუღუშმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)