|
2017-11-27 12:46:32, 1515 ნახვა
კომენტარი
კვირიკაშვილი: მიმდინარე წელი საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობების განსაკუთრებული ინტენსიფიკაციით გამოირჩევა
„ჩვენ უნდა დავისახოთ ამბიციური მიზნები და საერთო ძალისხმევით უზრუნველვყოთ სავაჭრო ბრუნვის მაქსიმალური ზრდა ორივე ქვეყნის საკეთილდღეოდ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ გროისმანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, უკრაინა წლების განმავლობაში საქართველოს უმნიშვნელოვანესი სავაჭრო პარტნიორია. მისივე თქმით, მიმდინარე წელი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განსაკუთრებული ინტენსიფიკაციით გამოირჩევა. „მოხარული ვარ, ვუმასპინძლო საქართველოს გამორჩეული მეგობარი ქვეყნის, უკრაინის პრემიერ-მინისტრს, ჩემს მეგობარს, ვოლოდიმირ გროისმანს, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით პირველად იმყოფება. აქვე, მსურს, მივესალმო უკრაინის მრავალრიცხოვან დელეგაციას, რომელიც პრემიერ-მინისტრთან ერთად მონაწილეობას მიიღებს „თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუმში. განსაკუთრებით აღვნიშნავ ჩვენი ქვეყნების სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც გარდა მჭიდრო, მეტად მეგობრული ხალხთაშორისი ურთიერთობებისა, დაფუძნებულია ჩვენს საერთო ინტერესებზე და სწრაფვაზე, ვიყოთ თავისუფალი სამყაროს სრულფასოვანი ნაწილი. მოხარული ვარ, რომ მიმდინარე წელი საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობების განსაკუთრებული ინტენსიფიკაციით გამოირჩევა, რაც გამოიხატა როგორც არაერთი მაღალი დონის ვიზიტითა და ღონისძიებით, ისე სექტორულ და საპარლამენტო დონეებზე აქტიური ურთიერთმოქმედებით. აქვე, მსურს, გავიხსენო საქართველოში უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს პირველი, მეტად წარმატებული სახელმწიფო ვიზიტი. კმაყოფილებით უნდა აღინიშნოს, რომ გარდა ნაყოფიერი პოლიტიკური ურთიერთობებისა, აქტიურად ვითარდება თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურიზმის და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში. უკრაინა წლების განმავლობაში რჩება საქართველოს უმნიშვნელოვანეს სავაჭრო პარტნიორად. მისასალმებელია, რომ მიმდინარე წელს სავაჭრო ბრუნვა ჩვენს ქვეყნებს შორის გაიზრდა 19%-ით და შეადგინა თითქმის ნახევარი მილიარდი დოლარი. ამასთან, უკრაინა საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორებს შორის მე-5 პოზიციაზეა. თუმცა, ეს ციფრები არ ასახავს ჩვენი ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის სრულ პოტენციალს, ჩვენ უნდა დავისახოთ ამბიციური მიზნები და საერთო ძალისხმევით უზრუნველვყოთ სავაჭრო ბრუნვის მაქსიმალური ზრდა ორივე ქვეყნის საკეთილდღეოდ. სექტორული თანამშრომლობის გაღრმავების კონტექსტში, მივესალმებით საქართველოში უკრაინის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში ორი მემორანდუმის ხელმოწერას, რომლებიც ეხება მიწის რეგისტრაციისა და კადასტრის სისტემის განვითარებისა და წამლების ხარისხის კონტროლის სფეროებში თანამშრომლობის განვითარებას“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)