|
2017-11-27 11:46:41, 2607 ნახვა
კომენტარი
„ლეოგრანდის“ მფლობელი: ხანძრის დროს გარდაცვლილებმა, გაქცევის ნაცვლად, კარადიდან საკუთარი ნივთების აღება გადაწყვიტეს
სასტუმრო „ლეოგრანდის“ მფლობელის ეროლ ავგერენის განცხადებით, ხანძრის დროს გარდაცვლილებმა, კიბით ქუჩაში გაქცევის ნაცვლად, კარადიდან საკუთარი ნივთების აღება გადაწყვიტეს. ამის შესახებ სასტუმროს მფლობელმა თურქულ სააგენტო Anadolu-ს განუცხადა. როგორც ბიზნესმენმა აღნიშნა, ხანძრის დროს 22-სართულიანი სასტუმროს პირველი 13 სართულის ნომრები გავსებული იყო. „ყველა დაღუპული იმ ტერიტორიაზე იმყოფებოდა, სადაც სპა-სალონი, მასაჟის სალონი, აუზი, თურქული აბანო და საუნაა განლაგებული. სამწუხაროდ, ხანძრის გაჩენის დროს ისინი კიბით ქუჩაში კი არ გაიქცნენ, არამედ კარადიდან საკუთარი ნივთების აღება გადაწყვიტეს. კვამლი ძალიან სწრაფად გავრცელდა“, - განაცხადა ავგერენმა. ამასთან, მან მომხდართან დაკავშირებით ღრმა მწუხარება გამოთქვა და გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა. ავგერენის თქმით, მედია საშუალებებში ტრაგედიის სხვადასხვა ვერსია ვრცელდება და დასძინა, რომ ბრალდებები უსაფუძვლოა. სასტუმროს მფლობელი ვარაუდობს, რომ ხანძრის გაჩენის მიზეზი შესაძლოა სიგარეტის ნამწვი ან რაიმე აალებადი ნივთიერება გამხდარიყო, რის გამოც ცეცხლი წყლის გამათბობლების სადენებს გაუჩნდა. „ხანძრამდე 3 დღით ადრე სასტუმროს მთელი შენობა სპეციალისტებმა შეამოწმეს. ბუნებრივი მიზეზებით ხანძარი ვერ მოხდებოდა. მე ქართული მართლმსაჯულების მჯერა. დარწმუნებული ვარ, რომ ის მომხდარის ნამდვილ მიზეზებს დაადგენს. ამბობდნენ, რომ გარდაცვლილები ლიფტში იპოვეს, მაგრამ ეს ასე არაა. ცხედრები არა ლიფტში, არამედ მის შესასვლელთან, სპას სართულზე იპოვეს. ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა მომენტალურად ამუშავდა. პროკურატურა, პოლიცია და მეხანძრეები უახლოეს ხანში წინასწარ განცხადებას გაავრცელებენ“, - განაცხადა ავგერენმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)