2017-11-27 02:11:38, 4338 ნახვა
საზოგადოება
დღეს საქართველოში გლოვის დღეა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2017 წლის 27 ნოემბერი, საქართველოს ტერიტორიაზე გლოვის დღედ გამოცხადდა.
საქართველოს მთავრობა, ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად, აჭარაში, სასტუმრო ,,ლეო გრანდში" დატრიალებული ტრაგედიის დროს გარდაცვლილებს გლოვობს.
გლოვის დღეს, გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაეშვება სახელმწიფო დროშები.
ავტორი: ,