2017-11-26 14:02:51, 1984 ნახვა
სამართალი
ვახტანგ გომელაურის განცხადებით, არსებობს ეჭვი, რომ სპეცოპერაციისას ერთ-ერთი ლიკვიდირებული პირი აჰმედ ჩატაევია
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, არსებობს ეჭვი, რომ სპეცოპერაციისას ერთ-ერთი ლიკვიდირებული პირი აჰმედ ჩატაევია. ამის შესახებ გომელაურმა ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
თუმცა, მისივე თქმით, დადასტურებით ექსპერტიზის პასუხის შემდეგ გახდება ცნობილი:
„რა თქმა უნდა, ეჭვი არის, რომ ეს ადამიანი შეიძლება იყოს, თუმცა დადასტურებით ექსპერტიზის შემდეგ გახდება ცნობილი. როდესაც გაკეთდება დნმ-ის ანალიზი, მას შემდეგ გვექნება ზუსტი [პასუხი, იყო თუ არა ის ჩატაევი“,-აღნიშნა გომელაურმა.
ავტორი: ,