2017-11-26 10:22:51, 1858 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ ყოლბაია ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბათუმში ხანძრის შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს.
„დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე შეეწირა. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და ხანძრის დროს დაშავებულ მოქალაქეებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“,-განაცხადა ყოლბაიამ.
(NS)
ავტორი: ,