2017-11-26 10:08:05, 2026 ნახვა
საზოგადოება
სპეცოპერაციისას დაღუპულ სპეცრაზმელს დღეს დაკრძალავენ
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაღუპულ სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელს ივანე გოლაშვილს დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ. სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის ტაძარში გაიმართება, საიდანაც მას 14:00 საათზე გაასვენებენ.
გარდაცვლილი სპეცრაზმელის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.
შეგახსენებთ, სპეცოპერაციის დროს დაიღუპა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 1 თანამშრომელი და დაიჭრა 2 . ამასთანავე, დაჭრილია შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორი თანამშრომელი.
ავტორი: ,